ძალიან მარტივია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საგნებისა თუ სამოსისთვის ახალი იერის მიცემა მათზე სასურველი სურათის დატანით. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი ხატვის ნიჭი გქონდეთ - სასურველი გამოსახულების პრინტერზე ამობეჭდილი ვერსიაც საკმარისია.
დიზაინერებს შორის საკმაოდ პოპულარული რესურსის, shutterstock-ის ავტორებმა სახლის პირობებში ქსოვილსა და ხის ზედაპირზე ბეჭდვის უმარტივესი ტექნოლოგია შემოგვთავაზეს.
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
• აცეტონი ან ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი საშუალება;
• ბამბის ტამპონები;
• პლასტიკური ბარათი;
• წებოვანი ლენტი ("სკოჩი");
• სახაზავი;
• მაისური/ქსოვილი/ხის ზედაპირი, რომელზეც გამოსახულების დატანა გსურთд;
• სასურველი გამოსახულება.
ნაბიჯი 1: ამობეჭდეთ სასურველი სურათი ლაზერულ პრინტერზე სარკისებური მიმართულებით. ჭავლური პრინტერი არ გამოდგება, რადგან იგი არ იძლევა საღებავის თანაბრად განაწილების გარანტიას, რაც ცუდად იმოქმედებ საბოლოო შედეგზეც . რაც უფრო მუქია ფურცელზე ამობეჭდილი სურათი, მით უკეთესი იქნება დატანილი გამოსახულება.
ნაბიჯი 2: დადეთ ფურცელი ამობეჭდილი მხარით დაბლა სასურველ ქსოვილზე თუ ხის ზედაპირზე. სასურველია თუ ფურცელს ერთი მხრიდან წებოვანი ლენტით მიამაგრებთ, რათა ნახატი არ "გაინძრეს". დაასველეთ ამბის ტამპონი ან ფუნჯი აცეტონით და წაუსვით ნახატს უკანა მხარეს ისე, რომ ფურცელი მთლიანად დასველდეს.
ნაბიჯი 3: პლასტიკური ბარათის გვერდი გაუსვით სურათის მთელ უკანა მხარეს, თითქოს ფხიკავთ მას - ჯერ ზემოდან ქვემოთ, შემდეგ პირიქით, გაიმეორეთ რამდენჯერმე. ძალიან მაგრად ნუ დააჭერთ, თOრემ ფურცელი გაიხევა. მთავარი პირობაა - მტელი ამ ხნის მანძილზე ქაღალდი უნდა იყოს აცეტონით დასველებული. ასე გამოსახულება გადავა და გამყარდება ქსოვილზე თუ ხის ზედაპირზე.
ნაბიჯი 4: ფრთხილად ასწიეთ ქაღალდი და ნახეთ, როგორ მიდის სურათის დატანის პროცესი. როცა ნახატი მთლიანად გადავა, მოხსენით ქაღალდი.
ნაბიჯი 5: თუ ამ მეთოდით სურათი ხის ზედაპირზე დაიტანეთ, დაფარეთ იგი ლაქის თხელი ფენით. თუ ქსოვილზე გადაიტანეთ, კარგად გააშრეთ ცხელი ჰაერის ჭავლით 10-15 წუთის მანძილზე, რათა საღებავი უკეთ შეიწოვოს და არ გაქრეს პირველივე გარეცხვისას.