x
image
ვიზა კოხაძე
„ყველაზე ამაზრზენია ეს გაუთავებელი კომენტარები...რომელსაც იყენებენ თავისი პოპულისტური ხავილისთვის"- ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თემა კი ფარული ვიდეო კადრების გამოქვეყნებაა

imageუკვე რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა და სრულიად საქართველო იმ ამაზრზენ და სამარცხვინო ვიდეო კადრებზე "დებატობს", რითაც ცნობილ ადამიანებს აშანტაჟებენ. სოციალური მედია აჭრელებულია ინგა გრიგოლიას, ეკა ბესელიას, ეკა მიშველაძის, ნიკა გვარამიას და დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიშა მაჭავარიანსა და "ოცნების" დეპუტატებს შორის ( ომარ ნიშნიანიძე და კარლო კოპალიანი )არა მარტო სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი, არამედ ფიზიკური შეხლა - შემოხლა. ცნობადი სახეები, ჟურნალისტები, რეჟისორები და პოლიტიკოსები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თემა კი ფარული ვიდეო კადრების გამოქვეყნებაა.

რას წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც ჟურნალისტი რეჟისორ ქეთი დოლიძეს უპირისპირდება?image- "რისი ღირსია ეხლა ეს “კუკარაჩა“.......აი, ამან უნდა თქვას ქალი ვარ და ლეჩაქი მხურავსო.... ჯერ თითო სოფელს რომ ხუთი მილიონი მისცეს, ის დაითვალოს.... მერე-მერიიდან და კულტურის სამინისტრიდან სულ ახლახანს მიღებული თანხები თავისი გაუგებარი ფესტივალისთვის და მერე ითვალოს სხვისი ხელფასი.....ჩვენ ამხელა მორალურ ტერორზე ვსაუბრობთ, ვუპირისპირდებით და ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს, უნდა ნახოს ყველამ.. აი, ესაა გაპრავების პიკი და საზოგადოების იმ ერთიანობასთან ღია დაპირისპირება, რასაც ბოლო დღეებია ყველა ერთად ვუპირისპირდებით... მაშ ასე, გაიცანით--- კეწი დოლიძე..."

რა ხდებოდა დილიდან პარლამენტში? პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატები ომარ ნიშნიანიძე და კარლო კოპალიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია კი გიორგი ბარამიძის გამოსვლას მოჰყვა.სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა - შემოხლაში გადაიზარდა, სადაც "მიკროფონები" იქნა გამოყენებული. სიტუაცია მანდატურებთან ერთად კოლეგა დეპუტატებმა განმუხტეს.imageპ.ს. მაოცებს ეს ერთსულოვანი აღშფოთება, რომელიც გამოხატა ქართულმა "ელიტამ", დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული ასე თუ ისე ცნობილი ჟურნალისტით. ამი იმისი თქმა არ მინდა, რომ არგია სხვისი სიბინძურეების გამოქვეყნება.თ, ე, როცა გაქვს პრეტენზია იყო ხალხის რჩეული, გქონდეს კარგი ხელასი, პრემიები და სახელფასო დანამატები.როცა არევნებზე ხალხს ეფიცები, რომ მორალის განსახიერება ხარ, შენი ერთად-ერთი მიზანი ხალხის სამსახურია და რეალურად უბინძურესი ადამიანი ხარ, რატომ არ უნდა ვიცოდე "მე "რიგითმა ადამიანმა შენზე სიმართლე?


0
107
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0