თსუ-ს თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეცვივდნენ. მათ კიდევ რამდენიმე აუდიტორია დაიკავეს.
უნივერსიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პრესსამსახურის წარმომადგენელთა თქმით, რექტორმა გასცა ბრძანება, რომ უნივერსიტეტში დამატებითი ძალები შემოვიდნენ და დაძაბული სიტუაცია განმუხტონ.
თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები ლადო პაპავას გადადგომას გუშინ 14 მარტიდან ითხოვდენ. თუმცა დღეს უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შენობაში მისი მხარდამჭერები უკანა კარიდან დღეს დილიდან შეყავდათ. ბოლო ნაკადი მათ რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანა კართან პოლიცია იდგა, ახალგაზრდების შეჩერება მათ ვერ შეძლეს.