საქართველო გადადის თუ არა მაია მიმინოშვილი ,,ქართულ ოცნებაში" 2012, 31 მაისი, 10:11 ბევრი მითქმა-მოთქმა გავრცელდა ყოფილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის მოულოდნელი გათავისუფლების გამო. გათავისუფლების მიზეზი კი ასე განმარტეს განათლების სამინისტროში "საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის". ამ ყველაფრის შემდეგ მიმინოშვილი ივანიშვილს შეხვდა, როგორც თავად ამობობს შეხვედრის სურვილი ივანიშვილმა გამოთქვა რათა გაეგო რეალურად რა მოხდა. "მაია მიმინოშვილი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანია და გამორიცხულია, იგი "ქართულ ოცნებას" შეუერთდეს, " - აცხადებს მისი პრესსამსახურის თანამშრომელი. 166 2-ს მოსწონს
|