x
SMIRNOFF

imageპეტრე სმირნოვი აღმოჩნდა მეტად განსწავლული და ჭკვიანი გლეხის შვილი, რომლის რეცეპტით შექმნილმა არაყმა შემდგომში მსოფლიო დაიპყრო. იმპერატორის კარზე არყის მიწოდებისათვის პეტრე სმირნოვი ორდენით დაჯილდოვდა.
1862 წელს სახელმწიფომ ნება დართო, ვისაც ფული, დრო და უნარი გააჩნდა, რუსეთში არაყი ეწარმოებინა. მოსკოვში მცხოვრებმა ივანე ალექსის ძე სმირნოვმა და მისმა ძმიშვილმა პეტრე არსენის ძე სმირნოვმა ერთმანეთის დამოუკიდებლად დაიწყეს არყის წარმოება.
პეტრე სმირნოვის არაყმა 1873 წელს ვენაში საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედალი და მთავარი პრიზი მოიპოვა. ამას მოჰყვა გამარჯვებები ფილადელფიაში, ჩიკაგოში, პარიზში, ბარსელონაში, ლონდონში. რუსეთში სმირნოვის არაყს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო, ხარისხის ემბლემა და რუსეთის სახელმწიფო გერბი.
1919 წელს კონსტანტინოპოლში რუსეთიდან ემიგრაციაში წასულმა ვლადიმერ პეტრეს ძე სმირნოვმა დააფუძნა არყის საწარმო. თურქეთში სმირნოვის არყის წარმოება გათვლილი იყო რუსი ემიგრანტების დიასპორაზე.
პეტრე სმირნოვის ვაჟი, ვლადიმერი, გატაცებული იყო ქალებითა და ცხენებით, რაც დიდ ფულს მოითხოვდა და მალევე გამოიღო შედეგი. 1933 წელს უფულობამ იგი დეპრესიაში ჩააგდო და ფირმის გაყიდვა გადაწყვიტა. სმირნოვების ოჯახის ნაცნობმა რუდოლფ კიუნეტმა, რომელიც ადრე რუსეთში ცხოვრობდა ვლადიმერ სმირნოვისაგან 1933 წლის 21 აგვისტოს 54 ათას ფრანგულ ფრანკად შეიძინა "პეტრე სმირნოვის" არყის რეცეპტებისა და მისი სავაჭრო ნიშნების – ემბლემის ეტიკეტზე გამოყენების უფლება. ამ დროიდან ფირმას "SMIRNOFF" ეწოდა.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:Dr-House
Dr-House
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0