x
sake da soCu - საკე და სოჩუ

imageსაკეს შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები XVII საუკუნით თარიღდება. თუმცა თვლიან, რომ იგი ბევრად უფრო ადრეულ პერიოდში გაჩნდა. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მანამდე ცნობილი იყო ბრინჯზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი ხაკუპურუ (თეთრი წერო). იაპონიის ნაციონალური სასმელი საკე წარმოადგენს სპეციალურად დამუშავებული ყავისფერი ბრინჯის დუღილის პროდუქტს _ ფაქტიურად იგი ბრინჯის ღვინოა. საკე უფერული, გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელია სიმაგრით 16-18%. თავისი ალკოჰოლური სიმაგრის შემცველობით იგი შეიძლება მიეკუთვნოს შემაგრებული ღვინოების კლასიფიკაციას, მაგრამ დამზადების მეთოდით არყის ჯგუფში შედის.
სოჩუ საკეს დისტილაციის შედეგად მიღებული პროდუქტია, რომლის სიმაგრე 24 - 40%-ია. საკესაგან განსხვავებით სოჩუ ბრინჯის გარდა სხვა მარცვლოვანი კულტურებისაგან: ხორბლის, ქერის, ჭვავის, წიწიბურის, სიმინდის, ბატატის, გოგრის, ნესვის, შავი ბადაგის,
შაქრისა და სოკოს ნედლეულზე მზადდება. სოჩუს დამზადების დროს ფერმენტაციის პერიოდში გამოიყენება ბრინჯის ალაო-კოდიუ.
სოჩუ მზადდება როგორც 20%, ასევე 25%, 30%, 35% და 40% ალკოჰოლის შემცველობით. ინგლისურად გამოითქმება "Shochu" და ცნობილია მისი ორი სახე: ოტცუ და კო. კოს ამზადებენ ბატატისა და შავი ბადაგისაგან, ოტცუს – მარცვლოვნებისაგან, ორივე შემთხვევაში ფერმენტაციის პერიოდში გამოიყენება ბრინჯის ალაო. იაპონიის გარდა სოჩუ პოპულარულია კორეასა და ჩინეთში.კორეაში, ქალაქ სეულში, 1924 წლიდან მზადდება 24% ალკოჰოლის შემცველობის “Jinro Soju”, რომელიც ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაში მსოფლიოს ჩემპიონია – მისი წლიური გაყიდვები 75.5 მლ ყუთია. იგი მზადდება მაღალხარისხოვანი ხორბლის სამმაგი გამოხდის სპირტებზე. მოიხმარენ როგორც განუზავებელს, სუფთა სახით, ასევე ყინულთან და ლიმონთან ერთად. მთავარი ღირსება საკესი არის ის, რომ იგი მიეკუთვნება მსოფლიოს იშვიათ ალკოჰოლიან სასმელთა რიცხვს, რომელთაც გაცხელებულს მიირთმევენ. ასეთებია გროგი, პუნში, გლინტვეინი. თუმცა ყოველთვის არ არის სავალდებულო საკე მიირთვათ გაცხელებული.

1
69
2-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
69
  
0 1 1