x
ვისკის წარმოშობის ისტორია

image

ვისკის წარმოშობის ისტორიის დაწყებას, სულ მცირე, ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეს მიაწერენ. ამბობენ, რომ “მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით, მისიონერმა ბერებმა ჩამოიტანეს იორდანიიდან, სადაც ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ. თუ გავიხსენებთ იმასაც რომ St. Patrick-ი კონკრეტულად ირლანდიის მფარველია, ეს უფრო სარწმუნო ხდება. ამ ვერსიას გაცხარებით არ ეთანხმებიან შოტლანდიელები და მუდამ აპროტესტებენ. magram აღნიშნული ლეგენდის გარდა, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი ლიცენზია რომელიც დისტილაციის უფლებას იძლეოდა ღვინის საამქრო Old Bushmills-ს ეკუთვნის, ხოლო ეს საამქრო ირლანდიაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1608 წლით, ვისკის შესახებ სკოტურ-კელტური მძაფრი კამათი დღემდე არ წყდება.


ეს არის მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც ნატურალური მარცვლეულის, წყლისა და საფუარისგან მზადდება. სასმელი მუხის ან ალუბლის კასრში ინახება. მისმა ძლიერებამ და არომატების ფართო პალიტრამ ბევრი ქვეყანა დაიპყრო, შედეგად, გაჩნდა ვისკის უამრავი ნაციონალური ვარიაცია, ისეთი, როგორიცაა - ამერიკული ბურბონი, კანადური ვისკი, იაპონური ან ავსტრალიური ნიმუშები და ა.შ.


imageშოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩს ეძახიან. არსებობს "სკოჩის" სამი სახეობა: blend, pure malt და single malt. კლასიკური შოტლანდიური ვისკია single malt. Pure malt წარმოადგენს სხვადასხვა სორტის single malt-ის ნარევს, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული. Pure mail-ს სხვაგვარად Vatted malt-საც უწოდებენ. Blend ეს შერეული ვისკია.
ირლანდიური ვისკი შოტლანდიურისგან არამხოლოდ წარმოების პროცესით, არამედ სიტყვა ვისკის წერის თავისებური მანერით გამოირჩევა. ირლანდიელები წერენ Whiskey-ს და არა Whisky-ს. იგი არანაკლებ 3 წლის განმავლობაში უნდა იდგეს კასრში, რომელშიც ადრე ბურბონი ან ჰერესი ესხა. უფრო ხშირად დაძველების პროცესი 5, ზოგჯერ კი 12 წელს გრძელდება. ირლანდიური ვისკის ძირითადი თავისებურება ის გახლავთ, რომ მას ტორფის ექსტრაქტის გემო არ დაკრავს და საკმაოდ ელეგანტურ სასმელს წარმოადგენს.
imageამერიკული ვისკი ამერიკაში შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებულთა წყალობით გაჩნდა. სახელწოდებად ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს.
კანადური ვისკი თავის წარმატებას ამერიკის შეერთებული შტატების მშრალ კანონს უნდა უმადლოდეს. ამ პერიოდში ქვეყანაში ვისკის წარმოება 100-ჯერ გაიზარდა. კანადურ ვისკის აქვს კლასიფიკაცია А-დან Е-მდე, სასმელის ხარისხის შესაბამისად.

1
1618
3-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
1618
  
0 1 1