შოუბიზნესი ქეთა თოფურიამ 8 თვის ქალიშვილს ყურები გაუხვრიტა 2016, 2 მარტი, 9:32 29 წლის ქართველი მომღერალი, რუსული ესტრადის ვარსკვლავი და ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია ძალიან პოზიტიური, მხიარული და დადებითი პიროვნებაა. ამ დადებით თვისებებთან ერთად იგი ძალიან ლამაზი და სექსუალურია. ქეთა თოფურია, როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ ცოლად გაყვა ებრაელ ბიზნესმენს ლევ გეიხმანს. ბიზნესმენისთვის ქეთა მეორე ცოლია, მას პირველი ქორწინებიდან ყავს ულამაზესი 16 წლის ქალიშვილი სოფია, ხოლო ქეთასთვის ეს პირველი ქორწინებაა. წყვილს ყავს პატარა გოგონა, ოლივია და ლივს ეძახან. ლივი 2015 წლის 16 ივნისს დაიბადა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში. მომღერალმა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში Cedars-Sinai Medical Centerში იმშობიარა. გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვს იქ ზრდიდა და შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა. ახალგაზრდა დედა სოციალურ ქსელ "ინსტაგარამაში" ხშირად აქვეყნებს 8 თვის ლივის ფოტოებს. იგი შვილის სახეს არსად არ აჩენს. როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, ლივს ქეთა თვითონ ზრდიდა დედის დახმარებით და ძიძა არ ყავდა აყვანილი. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქეთა ბავშვს რუსულად ესაუბრება და ეთამაშება. მომღერალმა რამდენიმე დღის წინ ატვირთა ბავშვის ფოტო, რომელზეც ლივს ყურები აქვს გახვრეტილი: "ჩვენ ახლა უკვე საყურეებით ვართ..."-წააწერა ფოტოს ქეთა თოფურიამ. ქეთა თოფურია თავის გერ შვილთან, სოფიასთან ერთად: 229 2-ს მოსწონს 1-ს არა
|