ვარსკვლავები კახა კალაძის ჩაცმულობა სკანდალად იქცა (+ფოტო) 2016, 2 მარტი, 0:17
კახას მეორე ნახევარი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძეა. როგორც ანუკი ამტკიცებს, ის მეუღლეს რჩევებს აძლევს, თუმცა მის ჩაცმულობაში იშვიათად ერევა და დასძენს, რომ კახას საკმაოდ კარგი გემოვნებაც აქვს. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნო. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. დღეს უკვე სამი ვაჟი ლევანი, კახა და ვაჩე ჰყავთ. ანუკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკუთარ ბიზნესს დამოუკიდებლად უძღვება და მეუღლის ფინანსებით არ სარგებლობს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ის ცდილობს დრო ოჯახსაც დაუთმოს. თუ საქართველოშია, ჩვეულებრივ, დილის 12 საათამდე სახლშია, შემდეგ სამსახურში მიდის, შინ რამდენიმე საათში ბრუნდება და მთელ საღამოს შვილებთან ერთად ატარებს. 579 3-ს მოსწონს
|