სხვა სოდის გამოყენების 17 ხერხი, რომელიც ფულს დაგაზოგინებთ 2016, 2 მარტი, 12:46 არ არსებობს სხვა ისეთი პროდუქტი, რომელიც 1 დოლარზე ნაკლები ღირს, მაგრამ იმაზე მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე რამოდენიმე ძვირად ღირებულ პროდუქტს ერთად აღებულს. სოდით შესაძლება თავის დაბანა, ისევე კარგად, როგორც ძვირად ღირებული შამპუნით, შეიძლება საჭმელში დამატება, სხვადასხვა ნივთების გარეცხვა და ზოგიერთი დაავადების მკურნალობის პროცესში გამოყენება. სოდის გამოყენებით შესაძლებელია საკმაო რაოდენობის თანხის დაზოგვა, სხვადასხვა სახის ქიმიურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე. 1. “ფუმფულა” ერბოკვერცხი იმისთვის რომ ერბოკვერცხი ჰაეროვანი და ფუმფულა იყოს, დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი სოდა, ყოველ 3 კვერცხზე. მთავარი არის, ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ კერძს სპეციფიკური გემო ექნება. 2. რბილი პარკოსნები ლობიო, ბარდა, ოსპი და ნებისმიერი სხვა პარკოსანი რბილი რომ იყოს და ადვილად მოიხარშოს, ვიდრე მოსახარშად დადგავთ, წინასწარ დაალბეთ წყალში, რომელშიც 1 მწიკვი მარილი იქნება გახსნილი. 3. თევზის სუნი თუ თქვენ თევზი გასუფთავეთ ან ნიორი დაჭერით, მაშინ ხელიდან სუნი, საპნით დაბანის შემდეგაც არ მოგცილდებათ. სუნის გასანეიტრალებლად, ცოტა სოდა აიღეთ, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი, უნდა მიიღოთ ფაფისებური ნაზავი. დაიბანეთ ამ ფაფით ხელები და გადაივლეთ თბილი წყალი. 4. გართობა ბავშვებისთვის თუ არ იცით, რით გაართოთ ბავშვი, შეგიძლიათ თავად გაუკეთოთ სათამაშო. ამისთვის აიღეთ ჭიქა ასარწყავად და და ქვაბში მოათავსეთ: 2 წილი სოდა, 1 წილი სიმინდის სახამებელი და 1¼ წილი წყალი, კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ნელ ცეცხლზე ხარშეთ, ვიდრე სქელ მასას არ მიიღებთ. გააციეთ და უსაფრთქო “თიხა” მზად არის. ნახარშს შეგიძლიათ საკონდიტრო საღებავებიც დაამატოთ. 5. კარგი საშუალება ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ხშირად დგება სუნი. ამ სუნის მოცილება ძალიან ადვილია — მანქანის კონტეინერში ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდა და ჩართეთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. თუ პირველ ჯერზე სუნი არ გაქრება, ჭურჭლის ყოველ გარეცხვაზე, სარეცხ საშუალებას დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი სოდა. 6. მიმწვარი ძირი ქვაბის ან ტაფის მიმწვარი ძირის გასუფთავება ძალიან რთული და დამღლელი პროცესია. ასეთი ჭურჭლის გარეცხვა ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ ჭურჭლის ძირს მსუბუქად მოხეხავთ, 0, 5 ჭიქა სოდას ჩაყრით, წყალს დაასხავთ და წამოადუღებთ. თუ საჭირო გახდება, პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ. 7. ტკბილი პომიდორი თუ პომიდვრის ნარგავების ირგვლივ სოდას მოაბნევთ, პომიდორს უფრო გემრიელი და მოტკბო გემო ექნება. 8. წიგნის ობი სათანადო პირობების უქონლობის და მოუვლელობის გამო, წიგნებს შეიძლება ობი მოედოს. ასეთი წიგნის გადასარჩენად, ფურცლებს შორის სოდა ჩაყარეთ და წიგნი ქაღალდის პაკეტში მოათავსეთ. გააჩერეთ ასე რამოდენიმე დღე. შემდეგ მოაცილეთ ობი და დადეთ მზეზე გასაშრობად. 9. ტკივილი მზით დამწვრობის დროს აბაზანაში, ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდა. დამწვრობის ტკივილი მაშინვე გაივლის და მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ. 10. აქერცლილი კანი ახალშობილების თავზე ხშირ შემთხვევაში, ახალშობილებს თავზე კანი ექერცლებათ. სოდა ამ სიტუაციაშიც დაგეხმარებათ. პირდაპირ ხელის გულზე ერთმანეთს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი წყალი. წაუსვით ეს სკრაბი ბავშვს დაზიანებულ კერაზე და ფრთხილად, ხელის რბილი მოძრაობით მოაცილეთ აქერცლილი კანი (ყურადღება მიაქციეთ, თვალში არ ჩაუვიდეს). ამის შემდეგ, თავი გაუწმინდეთ სველი ქსოვილით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღის შემდეგ. 11. წყლული პირში პირის ღრუში წყლულის მოსარჩენად, გამოივლეთ 2 საათში ერთხელ, 1 ჭიქა თბილ წყალში, გახსნილი 1 ჩაის კოვში სოდა. 12. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა ღუმელში შედგით ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდით, ჩართეთ მაქსიმალურ რეჟიმზე 3-5 წუთი. ამის შემდეგ, ნებისმიერი ჭუჭყის მოცილება შეიძლება, უბრალო ქსოვილით გადარეცხვით. 13. ჭუჭყიანი კედლები ნებისმიერი ლაქის მოცილება შეიძლება, ნებისმიერი სახის კედლიდან, სოდის მეშვეობით. აიღეთ სველი და კარგად გაწურული ქსოვილი, ჩაყარეთ შიგნით სოდა, გამოკვანძეთ და ამ “საშლელით" ლაქა წაშალეთ და წყლით ჩამორეცხეთ. კედელი გაშრება და ლაქის კვალიც გაქრება. 14. კუჭის ტკივილი სოდა — ტუტე არის, რაც იმას ნიშნავს რომ კარგად ანეიტრალებს მჟავას. კერძოდ, ის აბალანსებს იმ პროდუქტების pH-ს, რომლებიც ამაღლებს მჟავიანობას კუჭში. სოდის სულ მცირე რაოდენობა, ჩაყრილი ყავაში, ფორთოხლის წვენში, ტომატიან კერძში, მოგიხსნით კუჭის ტკივილს და გულძმარვას. 15. მწერის ნაკბენი ბევრ უსიამოვნებას იწვევს მწერის ნაკბენი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. იმისთვის რომ ქავილის შეგრძნება შეგიმცირდეთ, 2 ჩაის კოვზ სოდას დაამატეთ რამოდენიმე წვეთი წყალი, ისე რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენციის ნაზავი, რომელიც უნდა დაიდოთ ნაკბენზე და იქამდე გაიჩეროთ, ვიდრე არ გაშრება. იგივე საშუალებით შეგიძლიათ დააცხროთ, კრაზანის ან ფუტკრის კბენით გამოწვეული, სხეულის შესიებული ნაწილი. 16. ბალახი ფილებს შორის იმისათვის რომ ფილებს შორის ბალახი არ გაიზარდოს, ფილებს შორის ღარებში ცოტა სოდა ჩაყარეთ. 17. ფეხის სუნი ფეხის ოფლიანობა და სუნი გაქრება სოდიანი წყლით, ფეხის აბაზანების გაკეთების შემთხვევაში. აბაზანის მომზადების დროს, ყოველ 5 ლ. წყალზე დაამატეთ 2–3 სუფრის კოვზი სოდა. ამ წყალში ფეხები 15-20 წთ. უნდა გააჩეროთ, ხოლო შემდეგ, კარგად გაიმშრალოთ. ეს კარგი საშუალებაა არა მარტო სუნის, არამედ, ქუსლის სოკოს მოსაცილებლადაც. 2941 10-ს მოსწონს
|