საზოგადოება "ამაზე ნაკლებ ადგილას არ უნდა ვცხოვრობდე..."-დეა ადამიას ვიდეომ დუბაიდან სოციალური ქსელი ააფეთქა. 2016, 28 თებერვალი, 18:13
იგი პროექტ "იქს ფაქტორშიც" მონაწილეობდა, სადაც მან ქეთა თოფურიას სიმღერა შესარულა და გიორგი გაბუნიას რისხვაც დაიმსახურა. 2010 წელს "მის მსოფლიო მოდელის" კონკურსში ათეულშიც მოხვდა. მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დეა დუბაიში იმყოფება და "ფეისბუქზე" ვიდეოს ავრცელებს, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო. იგი საზოგადოების მორიგ მსხვერპლად იქცა, იზიარებენ მის ვიდეოს და "ქება-დიდებას" არ აკლებენ. "სიმაღლიდან ვუმზერ ჩემს რაიონს, დუბაიში კერძოდ და ვფიქრობ, რომ ამაზე ნაკლებ ადგილას არ უნდა ვცხოვრობდე. ვფიქრობ, რომ მე ვარ დაბადებული ნამდვილად მეგაპოლისისთვის, ძალიან მომწონს მოდერნიზებული ქალაქი, თანამედროვე, კრეატიული ასფექტურა, განათებული და რაც მთავარია ეკონომიურად ძლიერი, დახვეწილი და მოკლედ, ამაზე ნაკლებ ქალაქში არ უნდა ვცხოვრობდე. დუბაი, შანხაი, ნიუ-იორკი-ეს ის ქალაქებია, რისთვისაც მე ვარ დაბადებული რომ ვიცხოვრო. მაგრამ მაინც არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საქართველოს არც ერთი მხარე არ მირჩევნია, რადგან ძალიან შემაყვარა თავი თავისი ენერგეტიკით და მოკლედ ერთი სიტყვით, ამით ვამთავრებ ჩემს ინტერვიუს ადღეს საღამოს... ძალიან დაღლილი ვარ, უნდა დავისვენო, რადგან ხვალ მივდივარ ბურჯო სალიფას სანახავად, მერე მივდივარ გასარუჯად, და მერე უკვე ისევ შემოგეხმიანებით, შემოვალ ჩემს საყვარელ "ფეისბუქზე" და მოგახსენებთ ფოტო სურათებით თუ სად ვიმოგზაურე და სად ვიყავი... გკოცნით... ღამე მშვიდლობის..." 132 3-ს მოსწონს 1-ს არა
|