სხვა ცნობილი სპორტსმენები,რომლებიც ასპარეზობის დროს დაიღუპნენ 2016, 26 თებერვალი, 22:50 მარტო ბოლო 80 წლის მანძილზე დაახლოებით 150-მდე სპორტსმენი დაიღუპა სპორტული ასპარეზობის დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ესენი არიან: ჰოკეისტები, ველომრბოლელები, ფეხბურთელები, მოკრივეები, ავტომრბოლელები და სხვა.მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.
1-აირტონ სენა-ლეგენდარული ბრაზილიელი ავტომრბოლელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი "ფორმულა-1"-ში. ![]() 2-სერგეი პერხუნი-უკრაინის ნაკრების და მოსკოვის «ЦСКА»-ს მეკარე. ![]() 3-ბილ მასტერტონი-კანადელი ჰოკეისტი. ![]() 4-ნოდარ ქუმარიტაშვილი-ქართველი მოციგავე. ![]() 2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 5-ჟან პიერ მორსერე-ბელგიელი ველომრბოლელი, მსოფლიო ჩემპიონი და ჯირო დი ლომბარდიას გამარჯვებული. ![]() 1971 წლის 15 მარტს შეჯიბრის დროს შეეჯახა გზის პირას მდგარ ავტომობილს..7 წლის შემდეგ ანალოგიურად გარდაიცვალა მისი შვილიც. 6-მარკ ვივიან ფოე-კამერუნელი ფეხბურთელი, ნაკრების წევრი, თამაშობდა"მანჩესტერ იუნაიტედში", საფრანგეთის "ლიონში" და "მაჩესტერ სიტიში ". ![]() 8-სერგო შალიბაშვილი-წყალში მხტომელი — საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. ![]() 1983 წლის 16 ივლისს კანადაში უნივერსიადაზე სერგო კოშკურიდან ასრულებდა ილეთს, რომელსაც "სამ-ნახევარი უკან, წინა დგომიდან" (იგივე "ავერბახი" - იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც ეს ნახტომი პირველად შეასრულა) ჰქვია. სერგო 10 მ-ის სიმაღლიდან გადმოხტა და ნახტომის შესრულებისას სადგარს ჩამოარტყა თავი. ილეთი ისეთი სიძლიერით ჰქონდა დაწყებული, რომ ნახევარი ბრუნი კიდევ გააკეთა და წყალში ჩავარდა. იმ დღეს შეჯიბრება შეწყდა და სერგო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ფუძე ჰქონდა მოტეხილი. იგი 2 დღის განმავლობაში აპარატზე იყო შერთებული რის შემდეგაც გარდაიცვალა. ![]() 9-რობერტ ვანგილა-კენიელი მოკრივე, სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ![]() ![]() 10-პიერმარიო მოროზინი, -იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, თამაშობდა "ატლანტაში", "უდინეზესა" და "ბოლონიაში". ![]() 997 12-ს მოსწონს |
"წვიმის კაცი". ♥
"ერთადერთი ავტომრბოლელი ფორმულა 1-ის ისტორიაში რომელიც ნებისმიერ ამინდში თანაბრად ფლობს და მართავს ბოლიდს "წვიმის კაცი" აირტონ სენაა"-ეს სიტყვები თავად ლეგენდარულ ავტომრბოლელ სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ნიკი ლაუდას ეკუთვნის.
რომ არა ბოლიდის გაუმართაობის გამო მომხდარი ავარია არავინ იცის კიდევ რამდენჯერ მოიპოვებდა ჩემპიონის ტიტულს სენა.
როცა ლეგენდარულ შუმახერს ჰკითხეს: როგორი მრბოლელი იყო აირტონ სენა, მან უპასუხა სენას ავარია ჩემი ბოლიდის წინა კამერითაა დაფიქსირებული.
წინა კამერა წინხედს იღებს და მოკლედ განმარტა შუმახერმა-ის დიდი მრბოლელი იყოო.