x
image
ციცი
Mediator image
"მჯერა გიგი მალე გამოვა ციხიდან..."-ნანუკა ჟორჟოლიანი-"ქურდების ქვეყანა ჩაიბარა და გახადა ისეთი, როგორიც არის."
image
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობრული დამოკიდებულება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მას შემდეგ რაც უგულავა პატიმრობაში იმყოფება, ნანუკა ხშირად გამოდის გიგის დამცველის როლში და სოციალური ქსელით აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას:


"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა ისე მოქცეულიყო, როგორც თავად თვლიდა სწორად.
მიუხედავად იმისა, რომ ნარმანიამ პირდაპირ ეთერში აღიარა ის, რისთვისაც უგულავას პატიმრობა მიესაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მართლა წალეკა კორუფციამ მერია. ნარმანია კიდევ ქართუს კადრებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინას ეზიზღება.
მჯერა გიგი მალე გამოვა ციხიდან. არსებობს კანონზომიერება და როცა ბუმერაგნივით ყველა შეცდომაზე აგებ პასუხს და ფსკერზე ბოლომდე ჩაყავხარ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა ამოყვინთო ადამიანმა.
ჰოდა ამოყვინთვის დროა."

ამ სტატუსს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა:


" რატომ უნდა ვაპატიოთ გიგის? და რატომ არ უნდა ვაპატიოთ სხვებს, ვინც შეცდომა დაუშვა? ან გიგი რა ასეთი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის? მეფური სისხლისაა, რომ გავუფრთხილდეთ თუ რა? ნუთუ თანამდებობის პირს, რომელმაც თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, რამე შანსი ჩვენ რატომ მივცეთ?? ხომ იცის ყველა ჩინოვნიკმა, რომ შეცდომისთვის თუ დანაშაულისთვის დაისჯებიან ადრე თუ გვიან?? ვინაა გიგი????"

რაზეც ნანუკამ უპასუხა:

"უკაცრავად და პატიმრობას რატომ იმსახურებს? კონკრეტული მოზეზი მითხარით. ასევე რა გუნდს შეუერთდა. ამ გუნდთან ერთად მოვიდა, კი არ შეუერთდა. დამხობილი, კორუპმირებული, ქურდების ქვეყანა ჩაიბარა და გახადა ისეთი, როგორიც არის. სადაც გზები დაიგო, სავაადმყოფოები, სკოლები აშენდა. ჩაწყობის გარეშე უმაღლესში მოწყობა ყველასთვის გახდა ხელმიწსავდომი. სადაც ქალაქები აშენდა. სადაც ღამე გარეთ გასვლის აღარ გეშინოდათ!"

imageimage



0
187
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0