x
image
natia.a
კარზე კაკუნია, გააღეს... სიხარულისგან თვითონ ეტირებოდა" - თბილისელი ღვთისნიერი ტაქსისტის ამბავი

image
ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ჰყვებიან ამბებს, რომლებიც სიკეთისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენაა და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენს პატარა საქართველოში ხდება. ერთ-ერთ ამგვარ ამბავზე მოგვითხრობს ფეისბუქის მომხმარებელი, ნათია ზარანდია:


"ერთი უღვთისნიერესი ტაქსისტის ამბავი:
გუშინ დედა, გიო და მეგობარი მგზავრობდნენ ტაქსით და მანქანაში დარჩათ საფულე ყველანირი საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე, 200 ლარით. ეგ ამბავი როცა აღმოაჩინეს, ეგრევე ხელი ჩაიქნიეს - მშენებარე კორპუსის მეათე სართულზე იყვნენ, უკვე 4 საათი იყო გასული, საფულეში მხოლოდ ფული იდო და არაფერი ხელმოსაჭიდი სხვა და ასე.. ჰოდა, ოთხი საათის მერე ბინის კარზე კაკუნია, გააღეს-აქოშინებული ეს ჩვენი ტაქსისტი-თქვენ დაგრჩათ საფულეო?
წარმოიდგინეთ, როცა საფულე იპოვა, გახსენებია, გზად რომ საუბარში ახსენეს ჩემებმა-ლიფტი თუ არ ამუშავებულა ჯერაც, მეათე სართულზე საწოლს რა აიტანსო, გაუხსენებია ადგილი, დამდგარა კორპუსის წინ, შეუთვალიერებია მეათე სართულები(შუქი მარტო ამ სადარბაზოს მეათეზე ენთოო და გულმა მიგრძნო თქვენ იქნებოდითო), თან ამ სადარბაზოს ლიფტი არ მუშაობდა მარტოო, ამოვიდა ფეხით მეათეზე და ისიც დაამატა-ფული ნახეთ, თუ მეტი გედოთ, ისიც ვიცი თქვენს შემდეგ სად ჩამოვსვი სხვა მგზავრი და მივადგებიო.
სიხარულისგან თვითონ ეტირებოდა
ჩემების რეაქციაზე არაფერს ვამბობ." - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.


იმედია, დადგება დღე, როცა ამგვარი მოქმედებები აღარ იქნება განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი და ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რელაობად გადაიქცევა. დღეს კი, უბრალოდ აპლოდისმენტები ამ და სხვა მის მსგავს ადამიანებს...


image





1
712
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
712
  
2016, 22 თებერვალი, 13:14
იხაროს
0 1 1