საზოგადოება მაგდა პაპიძის და მიმართვას ავრცელებს-"მე და ვარ მისი და შინაგანი მკარნახობს რომ უდანაშაულოა!" 2016, 20 თებერვალი, 21:26
საზოგადოება ისევ ორ ნაწილად გაიყო. ბევრს არ სჯერა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებების. ასევე მათ მიერ გამოქვეყნებული იქნა ჩანაწერი მაგდა პაპიძიის დღიურიდან, რომლის იდენტურობასაც უარყოფს მაგდას და, ლანა. იგი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებების ს თავისი არპირისპიროდ თავისი არგუმენტები მოყავს. ლანა სოციალურ გვერდზე მადლობას უხდის მათ, ვინც გვერდში უდგათ მის ოჯახს და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს: "ხალხო! ყველას წინაშე თავს ვხრი და მადლობას გიხდით, უამრავი მწერს და სულ უცხო ხალხი გვიმაგრებს ზურგს... ამისთვის მადლობა ყველას და ვინც საღად მოაზროვნეა გაიაზრებს, რომ ეს ნაგლეჯი ვითომ მაგდას დაწერილი(რაც კალიგრაფიულად არც ემთხვევა), არ არის ის არგუმენტი რომ დაეყრდნოს საზოგადოება. ჩემი და ''ტოლჩა''...''პროსტინა''...''ჩაინიკი'', ამ ფრაზეოლოგიით არ ცხოვრობდა და ეს არაა მაგდას ხელწერა!!! რაც შეეხება სხვა ნივთებს რაც არ არის გამოფენილი... რატომ არ გამოფინეს ყველაზე დიდი არგუმენტი, იმის დასამტკიცებლად რომ მაგდა უდანაშაულოა... რატომ დამალეს ყველაზე დიდი ფაქტი პროკურატურამ იმიტომ, რომ იცოდნენ ამაზე მასა აფორიაქდებოდა და იერიშზე გადმოვიდოდა პროკურატურის წინააღმდეგ... ეს ერთი და პლიუს ამას თუ ზეწარი სისხლიანია, როგორ ერთმა ფარატინა ზეწარმა დაიტია ორ მეტრიანი კაცის ამდენი სისხლი? რატომ არაა მატრასი და საბნები ან ბალიშები ან ადიელები სისხლიანი... გარდა ამისა, რატომ არაა ფარდა სისხლიანი? როგორ ერთი წვეთიც არ მოხვდა იმ ერთი ბეწო ოთახში ფარდას? ამის გარდა ''ტოლჩით'' წყალი ეყოფოდა სისხლის მოსუფთავებას? ნუთუ ყველას ისე ეძინა საღამოს 9 საათზე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო თურმე ელემენტარული ბავშვის ფაჩუნზე ერთმანეთის ხმები ესმით მეზობლებს იმიტომ, რომ არის საერთო საცხოვრებელი და საერთო დერეფანი აქვთ. ამის გარდა, რატომ ვეღარ აანთო მაგდამ გარეთ თავის კარების თავზე სინათლე, როცა დერეფანში გამოვიდა, თუ თეთრეული გამოუცვალა და დედამთილის წინ სარეცხის მანქანაში გარეცხა, რა დროსაც დედამთილის ოთახში მეზობლები იჯდნენ და საუბრობდნენ, ანუ ხომ ამბობს დედამთილი, რომ სისხლიანი თეთრეული გარეცხა და გამოფინა თურმე ეზოში და ოთახში თურმე მკვდარი ქმარი ყავდა, ეს ის დროა როცა მეზობლებს არ ძინავთ და ყველა შედის გადის საერთო დერეფანში და ნებისმიერს შეეძლო სულ შემთხვევით კარი გაეღო და შესულიყო ოთახში ვინმეს. გარდა ამისა დედამთილი ყვება მის ჩვენებაში (და მინდა ავღნიშნო, რომ მან ჩვენება შეცვალა მინიმუმ ოთხჯერ), ყვება რომ ღამე კარებიდან შევიხედე და დავინახე მაგდა პუფში იჯდა და ტელევიზორს უყურებდაო... კითხვა ჩნდება, რატომ უყურებდა ჩუმად? კითხვა ჩნდება, რატომ იპოვა დედამთილმა მაინც და მაინც ეს ვითომ მაგდას წერილი და რატომ იპოვა ერთი თვის მერე... პლიუს ამას, დათვალიერებულია ჩვენს მიერ გარეცხილი თეთრეული, რაზეც მიმითითეს რომ ეს თეთრეული გარეცხა მაგდამ სისხლი ნიო... ნუ კარგით გარეცხა... კითხვა ჩნდება, ერთი ყავის წვეთი ტოვებს თეთრ ქათქათა ნაჭერზე ლაქას და სისხლი ასე უკვალოდ გაირეცხა? და კვალი არ დარჩა ამ თეთრეულზე? ამის გარდა პროკურატურამ ახსენა, რომ ჩემს სიძეს აქვს დაზიანებები მიყენებული ბეჭებზე თრევის შედეგად... ყველას ვისაც ეს კითხვა გიჩნდებათ, მიდით მაგდას დერეფანში და ნახავთ რომ არის სულ მოზაიკა და პრიალა დერეფანი სადაც შეუძლებელია მალები დაზიანებულიყო... თურმე პროკურატურას ცოდნია, ორი თვე ჩემ სიძეს და მაგდას არ ქონიათ ფიზიკური შეხება... ეტყობა სანთელი ეჭირათ და ყოველ ღამე უყურებდნენ რას აკეთებდნენ ჩემი სიძე და მაგდა... 137 3-ს მოსწონს 1-ს არა
|