x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველოს პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს
საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის გამოძიების შუალედურ შედგებს აქვეყნებს.


შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში, გრიგოლ
ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის
საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და
თორნიკე ქაფიაშვილის გვამები.


მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის
უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და
ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა
სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე,
მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ
ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი.

image


imageimage

ფოტოებზე:ლურჯი ფერის ნათება არის მოწმენდილი სისხლის კვალი. იგი დამუშავებულია სპეციალური საშუალებებით, რომლის ზემოქმედების შედეგადაც სისხლი იღებს აღნიშნულ ფერს.


სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის
ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული
გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მაგდა პაპიძე
უთითებს. ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი
ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე,
რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში
ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო
მაგდა პაპიძემ ყვირილი და თითქოსდა „საშველად“ მოუხმო მეზობლებსა და
დედამთილს.

image დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა
ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის
ბიოლოგიური მასალა - დნმ.

imageნაგვის
ურნიდან ამოღებული იქნა სისხლიანი ბალიში და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა
ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი,
სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და
რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის
დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე
ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა.

image

imageგამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი - ურო მაგდა
პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც
ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე
ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან
გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად.


მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა
კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა
სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში
არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის
გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე.
აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის
ჩვენებებით.

image

და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების - ირინა მარქაროვის და ალა მარქაროვის ჩვენებებით,


რომლებიც ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე
გაიტანა „ტოლჩით“ წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა
სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა
და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის.

image

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ
დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:

image
მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ
იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.

ის ფაქტი, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა,
ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან (ლილი) მინდიკაურის
ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს,
როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე.
აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და
მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის სისხლის
ლაქები.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც
დედამთილმა დარეჯან(ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონის საშუალებით მაგდა
პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ
ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო
კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი
მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს
მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.

მაგდა პაპიძის დის - ლანა პაპიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მაგდა პაპიძეს
ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო
განწყობილი მეუღლის - ომარ ქაფიაშვილის მიმართ.

imageსაქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

3
168
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
2016, 19 თებერვალი, 20:01
მე ვუყურე რამდენიმე დღის წინ დისქოვერზე, მკვლელობაში ბრალდებული უდანაშაულო კაცი როგორ ემალებოდა ამერიკულ მართმსაჯულებას მანამ, სანამ რეალური მკვლელი არ დააკავეს 4 წლის მერე.
2016, 19 თებერვალი, 19:54
დისკოვერზე ხშირად ვუყურებ კრიმინალურ დოკუმენტურ ფილმებს..იქ ისეთი ისტორიებია თმა ყალყზე დაგიდეგბა..ამაზე ბევრად უარესები..ასე,რომ უკვე აღარაფერი მიკვირს
2016, 19 თებერვალი, 19:49
ეს თუ რეალურად მართლა ასეა, ეს ქალი შეურაცხადი ყოფილა. დედა შვილს რომ მოკლავს ის სიცოცხლის ღირსი არაა...
0 1 3