x
image
natia.a
”ძმაკაცი არც ძმაა და არც კაციო” - რატომ არის "ძმაკაცობა" კრიმინალური იდეოლოგიის გამოვლინება
imageსაქართველოს ეკონომიური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "ძმაკაცობის" თემას განიხილავს და ფიქრობს, რომ იგი კრიმინალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ზნეობრივი ფუნდამენტია:



”ძმაკაცი არც ძმაა და არც კაციო”, წერდა ნოდარ დუმბაძე.


ბევრი პოლიტიკური ფიგურა, ჩინოვნიკი თუ ”ცნობილი სახე” თავის საქციელს ”ძმაკაცობით”, მეგობრობით, ნათესაობით ან ნათელ-მირონობით ხსნის. ამის შემდეგ რაიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანა არც კი მიაჩნიათ საჭიროდ. ”ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ძმაკაცია”! მორჩა და გათავდა. დანარჩენი ეროვნული ტრადიციებში ჩანერგილმა მორალურმა კოდმა უნდა გადახარშოს და დაადასტუროს მისი მართებულობა.


”ძმაკაცობის” კომუნისტურ ეპოქაში დამკვიდრებული ”გაგება” არის ნეპოტიზმის, კლანურობის, კანონისადმი უპატივცემულობის, კორუფციის, ”ხელი ხელს ბანს” პრინციპის გამოვლინება. კრიმინალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ზნეობრივი ფუნდამენტი ამ ტიპის ”ძმაკაცობაზეცაა” აშენებული.



”ძმაკაცობა” სახელმწიფო ქონების მითვისების არაფორმარული ინსტიტუტიც იყო, სასჯელის თავიდან აცილების, დაზღვევის მექანიზმიც.


რამდენი მძიმე დამნაშავე გადარჩენილა ძმაკაცის ხელით, რამდენი უსამართლობა ჩადენილა ძმაკაცობის იდეის მხარდაჭერით.


დაიარებიან დღესაც სამთავრობო კორიდორებში და ამაყად აცხადებდენ: ”ძმაკაცი მოვიკითხე”!


ძმაკაციც ამაყად ადასტურებს: "ძმაკაცმა მომაკითხა”.


ჩათვალეთ, რომ რამდენიმე მილიონი ჩვენი ფული ვიღაცამ წაიღო ბიუჯეტიდან ყოველი ასეთი გასეირნებისას." - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.


image

0
315
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0