კომპიუტერები და პროგრამები ფერის კორექცია 1 წუთში 2016, 16 თებერვალი, 10:57 1) გამოსახულების ფოტოშოპში გახსნის შემდეგ, ის უნდა გადავიყვანოთ Lab მოდელში (მენიუ Image > Mode > Lab Color) > Layers პალიტრაში დავაჭიროთ საკორექციო ფენების შექმნის ღილაკს და ავირჩიოთ Curves (მრუდეები) პუნქტი.
3) საკორექციო ფენის არხის ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ a არხი და გრაფიკის საწყისი და ბოლო წერტილები გადავწიოთ 1/4-ზე ანუ 16 კვადრატიანი საკორექციო ბადის პირობებში, ერთი კვადრატით მარჯვნივ და მარცხნივ. 4) არხების ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ b არხი და გადავწიოთ გრაფიკის საწყისი და ბოლი წერტილები ისევე, როგორც a არხის შემთხვევაში. 5) გავხსნათ Layers პალიტრა და დავარეგულიროთ საკორექციო ფენის გამჭვირვალობა > თუ რომელიმე ფერი გამოსახულებაზე არაბუნებრივად გამოიყურება, შეგვიძლია გავააქტიუროთ საკორექციო ფენის ნიღაბი და დაბალი გამჭვირვალობის (15%) რბილი, შავი ფუნჯი (Brash Tool) გადავატაროთ პრობლემატურ უბნებზე > გავაერთიანოთ ფენები > გადავიყვანოთ გამოსახულება RGB ფერის მოდელში (მენიუ Image > Mode > RGB Color). 50 10-ს მოსწონს
|