საზოგადოება მეეზოვე,რომელმაც მოქალაქეები უბედური შემთხვევისგან იხსნა 2016, 16 თებერვალი, 8:25
12 თებერვალს გლდანის რაიონის მეეზოვე მიკიჩა შავეშოვი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც საავტომობილო გზაზე მაღალი ძაბვის კაბელი ჩამოვარდა.მეეზოვე არც დაფიქრებულა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთი საათის განმავლობაში ცოცხით ეჭირა კაბელი, ისე რომ არც არავინ დაშავებულა და არც მოძრაობა შეჩერებულა.
მიკიჩა შავეშოვი 10 წელია გლდანის ბრიგადის დამგველად მუშაობს, ჰყავს ოთხი შვილი და ცდილობს კარგ მოქალაქეებად აღზარდოს. "მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი"-მოკრძალებით აღნიშნა მიკიჩამ. გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ მიკიჩა შავეშოვი გლდანი-ნაძალადევის დასუფთავების სამსახურის განყოფილების უფროსთან, დავით ბურჭულაძესთან ერთად მიიწვია, მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა აქტიური სამოქალაქო ჩართულობისა და თანადგომისათვის. 420 11-ს მოსწონს 1-ს არა
|