x
image
natia.a
"თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო ყველაფრის კეთება მიწევდა" - გვარამიას ემოციური პოსტი

image"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, პირობითად "ორ ფუყე თავთავს" ეხმაურება, რომელთა სახელებსაც არ ასახელებს. თუმცა ალბათ ადვილი მისახვედრია ვინ ჰყავს მხედველობაში.



"წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვპასუხობ:

1. სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა შემეჯიბრე შენ და შენი ვაკელობა. მიდი, აბა "სოფლელ" ბარბარე სამხარაძეზე და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე. პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო. ყველაფერში უნიჭო.


2. სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა. აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.

მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ, სოფლელებმა და ოფიციანტება, თქვე შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


image

0
298
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0