x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ფოტოსურათის აღდგენა

image

1) თუ სურათი Grayscale მოდელშია, გადავიყვანოთ RGB მოდელში, ბრძანებით: მენიუ Image > Mode > RGB Color
2) ჩამოვაჭრათ ჩარჩო, რომ პროგრამას, ჩარჩოს პიქსელების ფერი, გამოსახულების ფერში არ აერიოს.

image

3) გავხსნათ სადიალოგო ფანჯარა Levels (მენიუ Imagr > Adjustments > Levels) და თითოეულ არხზე, Alt ღილაკზე დაჭერით და შავი და თეთრი ბერკეტების გადაადგილებით, დავარეგულიროთ ფერის დიაპაზონი.

image4) Channels პალიტრაში, დავათვალიეროთ გამოსახულების არხები და Channel Mixer ბრძანების გამოყენებით (მენიუ Imagr > Adjustments > Channel Mixer), გავაძლიეროთ ის არხი, რომელიც უფრო კონტრასტულია, თან ჩავრთათ Monochrome გადამრთველი, რომ გამოსახულებას ყვითელი ლაქები და წერტილები მოვაცილოთ.

image5) Clone Stamp (შტამპი), Healing Brush (სამკურნალო ფუნჯი) და Patch (დაკერება)ხელსაწყოების გამოყენებით, დავამუშაოთ დიდი ზომის დეფექტები.

image6) Layers პალიტრაში, მოვახდინოთ ფენის დუბლირება და დუბლირებულ ფენაზე გამოვიყენოთ Dust & Scratches (მტვერი და ნაკაწრები) ფილტრი (მენიუ Filter > Noise > Dust & Scratches). ფილტრის რადიუსი იმდენი უნდა იყოს, რომ ფენის წერტილოვანი დეფექტები გადაირეცხოს, ხოლო ტონის ზღვატი (Threshold) – 0-ის ტოლი. ფენას უნდა დავადოთ შავი ნიღაბი და თეთრი, რბილი ფუნჯით, აღვადგინოთ დეფექტიანი ადგილები. ფუნჯის ზომა, ოდნავ უნდა აღემატებოდეს დეფექტის ზომას. შეგვიძლია ფენა აღვადგინოთ ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილებშიც, სადაც გამოსახულების სიმკვეთრეს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

image7) გავაერთიანოთ ფენები და ისევ მოვახდინოთ ფენის დუბლირება. დუბლირებული ფენის, ფენის დადების რეჟიმად ავირჩიოთ Soft Light, რომ გამოსახულება განათდეს და გავაერთიანოთ ფენები.
8) მოვახდინოთ ფენის დუბლირება და დუბლირებული ფენისთვის გამოვიყენოთ Gaussian Blur ფილტრი (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur), ისეთი რადიუსით, რომ კანის წვრილ-წვრილი დეფექტები გადაირეცხოს > რბილი საშლელის (Eraser Tool) გამოყენებით, უნდა წავშალოთ ფენაზე ის ადგილები, სადაც სიმკვეთრე შენარჩუნებული უნდა იყოს (თვალები, წარბები, თმა) > გავაერთიანოთ ფენები.
9) Dodge (განათება) და Sharpen (სიმკვეთრე) ხელსაწყოები შეგვიძლია გამოვიყენოთ, გამოსახულების ცალკეული ნაწილების გასანათებლად და სიმკვეთრის ასამაღლებლად, ხოლო Patch (დაკერება) ხელსაწყო, დარჩენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად.

image10) შეგვიძლია სურათს ლამაზი ჩარჩო შევურჩიოთ, გასაფორმებლად.

image

2
227
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
227
  
2016, 13 თებერვალი, 15:36
მადლობა, გაიხარე
2016, 13 თებერვალი, 15:01
გავაზიარე .მშვენიერია
0 1 2