საინტერესოა ეს მსუქანი პოლიციელები ფიზიკური მომზადების ტესტს როგორ აბარებენ? ძალზე სახალისო სურათების კოლაჟით
შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან დამამახსოვრდა ჩასუქებული და ღიპიანი საგზაო ავტოინსპექციის თანამშრომლები, არც ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები გამოირჩეოდნენ "ტანკენარობით" მცირე გამონაკლისების გარდა. სულ მაინტერესებდა ვინ უწევდა ამ "გაბარიტების" ადამიანებს რეკომენდაციას მსგავს სტრუქტურაში მოსახვედრად, რადგან როგორც მინიმუმ ფიზიკური მომზადების ტესტი ხომ მაინც უნდა გაევლოთ!
თუმცა როგორც შემდგომში ინტერნეტში გადავაწყდი და თავადაც ვნახე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, არც ევროპაში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ლათინური ამერიკის ძალოვან სტრუქტურებს არ აკლია დიდი "გაბარიტების" მქონე პოლიციელები.
რუსეთში, როგორც კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის პოლიციაში რომ მუშაობდნენ მსუქანი და შესაბამისად ღიპიანი პოლიციელები არაა გასაკვირი, მაგრამ განვითარების ზედა "საფეხურებზე" მდგარი აშშ–ს, კანადისა და ევროპის ქვეყნების მსუქანი პოლიციელები როგორ ხვდებიან პოლიციურ დანაყოფებში ჩემთვის გაურკვეველია.
მესმის ადამიანი წონის და "გაბარიტების" გამო არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, მაგრამ პოლიცია ის სტრუქტურაა სადაც თითოეული მისი თანამშრომელი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, კრიმინალთან საბრძოლველად.
ფოტოკოლაჟიდან კი რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ნაკლებადაა სავარაუდო ამ წონის და "გაბარიტების" პოლიციელმა ვინმე დევნის "რეჟიმით" დააკავოს.
გთავაზობთ საკმაოდ მოცულობით და ალბათ სახალისო ფოტოკოლაჟს–სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელების კადრებით.























