x
image
natia.a
"ასეთი რამ პირველად მესმისო -პოლიციელსაც გაუკვირდა" - რა დაუტოვეს მძარცველებმა ბუბა კუდავას
imageისტორიკოსი და ხელნაწერთა ცენტრის ყოფილი დირექტორი, ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში იმ ქურდობაზე საუბრობს, რომელიც მის სახლში მოხდა. მძარცველებმა მობილური ტელეფონი და ორი ჩანთა მოიპარეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ძარცვა ოჯახის წევრების სახლში ყოფნის დროს მოხდა...


"მობილური ტელეფონი მომპარეს. სახლიდან.


კარი ღია იყო. მიკეტილი, მაგრამ ღია. შემოაღო მავანმა კრიმინალმა და ტელეფონი და ორი ჩანთა გააქრო. დღისით -მზისით. სახლში ვიყავით თან.


მატერიალურს არაფერს ვჩივი. წაიღო რამდენიმე სხვაგვარად ძვირფასი რამ და ტელეფონში ჩაწერილი ინფორმაცია (ფოტოები, აუდიო-ვიდეო და სხვ.). ასეთი რამ პირველად მესმისო – პოლიციელსაც გაუკვირდა.



სამაგიეროდ, იქვე, ფოიეში საჩუქრად დამიტოვა სათუთად შეხვეული გამოცდილება.
მასზე ეწერა, რომ გული და კარი ერთმანეთს ჰგავს. რომ ორივე იღება, მაგრამ ფართოდ არცერთი არ უნდა გააღო. ღიად არცერთი არ უნდა დატოვო, ორპირი იცისო. თუ მიხურავ და არ დაკეტავ, ნუ იქნები მშვიდად, შემოაღებენ და რაიმე ძვირფასს წაგცანცლებენო. ვისაც გაუღებ, სავალდებულო არ არის, ყველა შემოვიდესოო. ვინც შემოსაშვებია, შემოუშვი და ისევ დაკეტე, თორემ არ დაგაცლიან მუსაიფსოოო. ნუ, ყველა რომ არ შემოიშვება, ეს ისედაც იცი და ახლა ზედმეტ ჭკუის სწავლებებს არ დაგიწყებოო...


კიდევ ბევრი რამ ეწერა, მაგრამ ვერ ჩავიკითხე ჯერ ბოლომდე. რაც წავიკითხე, ისიც ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე.


დედააზრი კი კარგად მახსოვს: ნუ დატოვებთ კარებს ღიადოო.."- წერს ბუბა კუდავა.


image


0
170
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0