საზოგადოება გურამ შეროზია : ეს ბიჭი არის მამრობითი სქესის ვერსია თამო ვაშალომიძე... 2016, 5 თებერვალი, 16:08 სხვა რაკურსის გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო თემ ტურაშვილი.
გია ჯაჯანიძის კითხვებზე თემ ტურაშვილის პასუხი: "ფოტოებში ბოლომდე შიშველი არ ვყოფილვარ, მე ვცხოვრობდი მონასტერში, იქ დავამთავრე სასულიერო სემინარია, შექმნილი პრობლემების გამო დავბრუნდი უკან და გადავიღე ჩვეულებრივი თამამი ფოტოები" გია ჯაჯანიძე: რატომ გადაწყვიტე ბერად აღკვეცა? "რაც ჩემი თავი მახსოვს, დავდიოდი ეკლესიაში, შემდეგ ჩავაბარე სემინარიაში, სემინარია რომ დავამათავრე ვიყავი სტიქაროსანი, ბოლოს შემექმნა ბევრი პრობლემები და დავბრუნდი უკან, რაც აქ არაა სალაპარკო..." თემ ტურაშვილის თქმით, მონასტერში იყო ძალადობა, მას არ მოსწონდა ჯიპიანი მღვდლები. გია ჯაჯნიძის კითხვაზე თუ ვინ იყო თემ ტურაშვილი მოძღვარი? გადაცემის სტუმარისგან მაყურებელმა პასუხი ვერ მიიღო... ტურაშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. თემ ტურაშვილის საუბარზე კომენტარი გააკეთა გურამ შეროზიამ. მან თემ ტურაშვილი შეადარა თამუნა ვაშალომიძეს: "ეს ბიჭი არის მამრობითი სქესის ვერსია - თამო ვაშალომიძე, მასტერკლასი თამოსგან, თუ როგორ შეიძლება წახვიდე ერთი სფეროდან მეორეში და ამით მიაღწიო წარმატებას, ამაში ცუდი არაფერია. დაახლოებით იგივე ვერსიაა ოღონდ მამრობითი ვერსია..." თემ ტურაშვილი თავის კომენტარებში აღნიშნავს, რომ ის აპირებს ახალი ცხოვრების დაწყებას, ის არის ხელოვანი და უყვარს ხელოვნება. ტურაშვილი ეკლესიასთან კონტაქტის გაწყვეტასაც არ აპირებს. გადაცემის დასასრულს გია ჯაჯანიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე ყოველთვის ამოვიღებ ხმას, მე ყოველთვის ვიტყვი რა ხდება ჩვენთან საქართველოში, ჩუმად, რომ არ დაზიანდეს და დაზარალდეს მომავალი თაობა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ შექმნას ჯგუფი, რომელიც იფიქრებს ერის მენტალიტეტზე. მე არ ვითხოვ შველას, მე პირადად რამდენიც გინდათ მლანძღეთ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი დადგება თავის ადგილას, ამიტომ დასამალი არაფერი არ არის, აქედან გამომდინარე უნდა ამოვიღოთ ყველამ ხმა, დიახაც ვისაუბრებ სექს-მუშაკებზე, ვისაუბრებ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე, ვისაუბრებ პედოფილიაზე ძალიან ბევრს ვისაუბრებ...იმიტომ, რომ საქართველოში დგას პრობლემა...." სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 455 8-ს მოსწონს
|