x
image
lady.ge
გახდებით თუ არა მილიონერი? ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
image

სტატისტიკური მონაცემებით და მსოფლიოში ცნობილი გამოცემის "ფორბსის" საკვლევი ბაზის მიხედვით, ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე გამოსახული წარმატებული ბიზნესმენების უმრავლესობა ანუ "ფორბისის" საპატიო 793 რესპოდენტიდან, 12% ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით აღმოჩნდა დაბადებული. როგორც ჩანს ამ ყველაზე "ქალური ჟღერადობის" მქონე ზოდიაქოს წარმომადგენლებს, მართლაც რომ შესანიშნავად შესძლებიათ მამაკაცური პრესტიჟისთვის მთავარი საქმიანობის- ფულის შოვნის, წარმატებით გაძღოლა.


ამ სიის მომდევნო საფეხურს არც მეტი არც ნაკლები ცეცხლოვანი ვერძები იკავებენ, მათ "ფორბსის" მილიონერთან ბაზის 8% შეადგინეს, ნუ გაგიკვირდებათ, ვერძები მფლანგველობით კი გამოირჩევიან, მაგრამ მათ ფულის შოვნაც ოსტატურად ეხერხებათ.



ვერძებს ფეხდაფეხ მოყვებიან სიაში მიზანმიმართული და ჭკვიანი მორიელები. ისინი "ფორბსის" სიის 7%-იან "განყოფილებაში" მოხვდნენ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შედეგია.



ყველაზე ნაკლებად მილიარდების შოვნის საქმეში (ხარჯვაში არა ოღონდ! ხარჯვა იცოცხლე ყველაზე კარგად გამოსდით. ) მშვილდოსნებს უმართლებთ, მათმა უმრავლესობამ 6% ბარიარიც ვერ გადალახა.



იგივე ბედს და პროცენტებს იზიარებენ "ოქროს ბოჩოლები"- ანუ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მილიონერები. ეს ალბათ იმიტომ, რომ კუროს სტაბილურობა უყვარს, ავანტიურებში ნაკლებად ერევა და რაც აქვს იმ კაპიტალს დაჰკანკალებს თავზე.

3
3337
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
3337
  
2012, 20 ნოემბერი, 14:42
ამათ რომ უსმინო გავკარი ბილგეცს ჩემთან შედარებიტ:D:D:D
2012, 24 სექტემბერი, 12:31
ეგრეც ვიცოდიი მე ვიქნები მილიონერი :D:D
რა ხარჯვა გამომდის :D საერთოდ არა :D
0 1 3