ასტროლოგია გახდებით თუ არა მილიონერი? ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს 2012, 29 მაისი, 22:38
სტატისტიკური მონაცემებით და მსოფლიოში ცნობილი გამოცემის "ფორბსის" საკვლევი ბაზის მიხედვით, ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე გამოსახული წარმატებული ბიზნესმენების უმრავლესობა ანუ "ფორბისის" საპატიო 793 რესპოდენტიდან, 12% ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით აღმოჩნდა დაბადებული. როგორც ჩანს ამ ყველაზე "ქალური ჟღერადობის" მქონე ზოდიაქოს წარმომადგენლებს, მართლაც რომ შესანიშნავად შესძლებიათ მამაკაცური პრესტიჟისთვის მთავარი საქმიანობის- ფულის შოვნის, წარმატებით გაძღოლა.
ამ სიის მომდევნო საფეხურს არც მეტი არც ნაკლები ცეცხლოვანი ვერძები იკავებენ, მათ "ფორბსის" მილიონერთან ბაზის 8% შეადგინეს, ნუ გაგიკვირდებათ, ვერძები მფლანგველობით კი გამოირჩევიან, მაგრამ მათ ფულის შოვნაც ოსტატურად ეხერხებათ. ვერძებს ფეხდაფეხ მოყვებიან სიაში მიზანმიმართული და ჭკვიანი მორიელები. ისინი "ფორბსის" სიის 7%-იან "განყოფილებაში" მოხვდნენ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შედეგია. ყველაზე ნაკლებად მილიარდების შოვნის საქმეში (ხარჯვაში არა ოღონდ! ხარჯვა იცოცხლე ყველაზე კარგად გამოსდით. ) მშვილდოსნებს უმართლებთ, მათმა უმრავლესობამ 6% ბარიარიც ვერ გადალახა. იგივე ბედს და პროცენტებს იზიარებენ "ოქროს ბოჩოლები"- ანუ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მილიონერები. ეს ალბათ იმიტომ, რომ კუროს სტაბილურობა უყვარს, ავანტიურებში ნაკლებად ერევა და რაც აქვს იმ კაპიტალს დაჰკანკალებს თავზე. 3338 7-ს მოსწონს 1-ს არა
|