x
image
ციცი
Mediator image
"იმდენი მწყევლეს ჩემმა თანამოქალაქეებმა, მეგონა სახლამდე გზაში მეტეორი დამეცემოდა..."-ნინო ნადირაძე-კუზანოვა
image
ნინო ნადირაძის, პლასტიკურ ქირურგ გუგა კუზანოვას მეუღლის სტატუსმა სოციალურ ქსელში დიდი ხმაური გამოიწვია.

ნინო, როგორც ჩანს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი არ არის. აი რას წერდა იგი ამ საკითხთან დაკავშირებით:

"მოკლედ. მზად ვარ ჩავიქოლო და ჩემი უსაყვარლესი ფრენდლისტი განახევრდეს, მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ!
ეს ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ კანონგარეშე! ეს ქორწინებასაც უნდა ეხებოდეს! აკრძალვა ყოველთვის დამალვას და აგრესიას იწვევს! მათ არ უნდა იგრძნონ თავი კანონსმიღმა!
P.S. არანაირი გრანტი არ მიმიღია, მართლა ასე ვფიქრობ!"image

"ჩემი პოსტის შემდეგ მხოლოდ ერთი ადამიანით შემცირდა ჩემი ფრენდლისტი! მიხარია, აშკარად მოიმატა ჩვენში განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობამ! უზომოდ მიხარია! მიყვარხართ..."image


მისი პოსტი ქართულმა მედიამ აიტაცა და როგორც ხდება ხოლმე, ნინო ნადირაძე საზოგადოების ნაწილის სალანძღავ ობიექტად იქცა განსხვავებული აზრის გამო. ამასთან დაკავშირებით მან სტატუსი გამოაქვეყნა:

"ჩემი სტატუსი საინფორმაციო პორტალებს წაუღიათ და იმდენი მწყევლეს ჩემმა თანამოქალაქეებმა. მეგონა სახლამდე გზაში მეტეორი დამეცემოდა, მაგრამ უვნებელი დავბრუნდი! ღმერთი ყველაზე კვალიფიციური და მიუკერძოებელი მოსამართლეა!imageმის პოსტს ია ფარულავა გამოეხმაურა:

"ნინო შენ ერთსქესიანთა ქორწინებაზე და მე დილიდან ქურქებზე ტვინი წამიღეს გაუძელი დაო...

მთავარია გუგუნა არ გაბრაზდეს..."

ნინო:

" არაააა! არაფერი უთქვამს!"

0
670
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0