x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები

image

გუგუნმა
გამაღვიძა, ციხე დილის ლოცვას, გუგუნებს. მივხვდი ცხრა საათია. საავადმყოფოს ეზოში ადამიანების ჯგუფი შემოვიდა. ციხეებში რიგგარეშე პაემნები დაიწყო. მთელს შენობაში ფუსფუსია. ოფიცრები პატიმრების გაყვანას ვერ აუდიან. შემოსასვლელში ხალხის ნაკადი არ წყდება. საჭმელს ელვისებური სისწრაფით ვარიგებთ. მაღაზია მოიტანეს და გვითხრეს რომ აქაც სიახლეა. მადუღარა, ყავა და ჩაი შემოუტანიათ. ეს ჩემი ციხეში ყოფნის მანძილზე უპრეცენდენტო შემთხვევაა.
ტელევიზორებიც დაგვიბრუნეს. პატიმართა წამების საწინააღმდეგო აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. როგორც შევიტყვეთ სტუდენტები შეკრებას და მსვლელობას დღესაც აპირებენ. ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ტელევიზორში ცნობილი სახეები, მსახიობები, მომღერლები პოლიტიკოსები და აკრიტიკებენ სააკაშვილის რეჟიმს. ხალხი აღშფოტებულია.დილიდან გუგუნებს გლდანის ციხის ფანჯრები. ასეთია პატიმართა პროტესტის ფორმა.


როგორც ამბობენ გლდანის ციხეში უწმინდესი გეგმავს მობრძანებას. მართლაც შუადღისას პაემნები შეწყდა. დაახლოვებით დღის სამ საათზე ციხის ეზოში სასულიერო პირები და ჟურნალისტები გამოჩნდნენ. პატრიარქი არ ჩანს. რამდენიმე ახალგაზრდა მამაოა. სტუმრები შუა ეზოში გაჩერდნენ და პატრიარქის მიმართვა წაგვიკითხეს.
უწმინდესი სიმშვიდისკენ მმოგვიწოდებს, მოშიმშილე პატიმრებს კი შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.სასულიერო პირები კამერებშიც შევიდნენ. ჩვენთან დავრდომილი პატიმრები მოინახულეს, დაამშვიდეს. სტუმრების წასვლის შემდეგ პაემნები კვლავ განახლდა. ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვიდა. კიდევ ერთი პატიმარი მიჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში. პატიმრებმა დაინახეს როგორ ჩაჯდა სასწრაფოს მანქანაში საავადმყოფოს თეთრხალათიანი დირექტორი ზურაბ რუხაია და დაწესებულება დატოვა, ასე ნახევარ საათში კი ხმა დაირხა რომ ეს ძაღლიშვილი ციხის
ადმინისტრაციის გასასვლელში ჩამოსვეს სამართლდამცველებმა სასწრაფოს მანქანიდან და დააკავეს. რამდენიმე საათში კი დაწესებულებაში ახალი დირექტორი ზურაბ თვაური მოვიდა. პოლიციის მაღალჩინოსანი ყოფილა და ახლა აქ დანიშნეს. დირექტორის მოსვლიდან რამდენიმე წუთში შეიცვალნენ რეჟიმის და უსაფრთხოების უფროსები. სამივე ახლამა ხელმძღვანელმა. პატიმრები მოინახულეს გაგვესაუბრნენ. წესიერი ადამიანები ჩანან თბილად იქცევიან.





რუხიას დაჭერის შემდეგ ბადრი სულ სხვანაირი გახდა თიტქოს რაღაცის ეშინია ხმას არ იღებს. აღარც განკარგულებებს იძლევა და აღარც ვინმეს აგინებს. არადა როგორც მტაცებელი ისეთი იყო. მახსოვს ჩემებმა ორი წყვილი სანდალი, „ბასანოჩკი“, შემომიგზავნეს. რად გინდა ორი წყვილიო, არ მინდა მეთქი, ერთი წყვილი გაჭრვებულ პატიმარს უნდა მივცე ვინმეს მეთქი, მე მივცემო და წაიღო, მეორე დღეს თვითონ ეცვა ფეხზე. ეს ექვსი თვის წინ იყო. ახლა კი დაჩიავდა, დაპატარავდა, ყველას შიშით გვიყურებს, თვალებში ეტყობა პარანოია სჭირს. რამდენიმეჯერ სცადა ჩვენთან ძმაკაცური დალაპარაკება მაგრამ მიხვდა რომ ყველა შესაფერის მომენტს ველოდებით
რომ შევჭამოთ, ეს წუთი კი უფრო და უფრო ახლოვდება. საღამოს მოვიდა შემოიხედა, უკვე ვწევართ ყველა, მადუღარა გამიფუჭდა და მათხოვეთო, ვანომ მიაწოდა. აბა თქვენ იცით ბიჭებოო და წავიდა. მტელი დღეა არ წყდება ციხესთან მომიტინგეთა შეძახილები მთელი დღეა არ წყდება „შუმოკი“ ციხეში. და თვალცრემლიანი ადამიანების რიგი ციხის ეზოში რომლებიც სულ რაღაც ერთი საათით ნახულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს. დღეს შუა დღისას ეზოში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჟურნალისტების ჯგუფი.კარგად რომ დავაკვირდით გრძელტარიანი მიკროფონებით და რამდენიმე ვიდეოკამერით შეიარაღებული შალვა რამიშვილი დავინახეთ, მასაც იწვევენ პატიმრები საკუთარ საკნებში შემზარავი ისტორიების მოსასმენად, ისიც მერვეს ერთ ერთ კორპუსში გაუჩინარდა მოგვანებით კი ჩვენს დაწესებულებას მოაშურა. სპონტანურად შედის კამერებში, თვითონ არჩევს რომელი კამრა უნდა გაუღონ. მას რეჟიმმის უფროსი ბესო და და დირექტორის მოადგილე ზვიად გრიგალაშვილი დასდევენ. ზვიადი ამ დაწესებულებაში, ერთ ერთი ნორმალური ადამიანია ვისაც თანამდებობა უჭირავს. ჩვენს ოთახში ბადრის კამერიდან პაპა რომ გადმოვიდა, მისი ბავშვობის მეგობარია. ხმას არასოდეს უწევს პატიმრებთან და არასოდეს აყენებს შეურაცყოფას. მოიარეს
კამერები შეხვდნენ პატიმრებს და ყველაფერი მალე დასრულდებაო შალვამ.




შუაღამისას ჩვენს კამერასთან ახლოს, ჩოჩქოლი ატყდა. დროზე ბიჭო არაფერი მოუვიდეს გაისმა ოფიცერ მალხაზ პავლიაშვილის ნაცნობი ხმა. ვანომ სათვალთვალოში გაიხედა და დაინახა როგორ გამოიყვანეს კამერიდან ბადრი დავრიშევი რომელსაც გადაჭრილი ვენებიდან სისხლი თქრიალით დასდიოდა. საკაცით ლიფტისკენ წაიყვანეს ალბათ მეხუთეზე ქირურგიულში. სწორედ ის ბადრი დავრიშევი რომელიც თვითონ პატიმარი სხვების წამებაში იღებდა მონაწილეობას, ის ბადრი დავრიშევი პატიმრებს სულში რომ აფურთხებდა. რომელმაც ორჯელ მცემა მორგში, ერთხელ როცა აქედან
წასვლა გადავწყვიტე, ხოლო მეორედ როცა რუხაიამ გაიგო რომ დედაჩემი ივანიშვილი
იყო და მე პოლიტიკური სარჩულით დამიჭირეს. გაგვასწრო ვთქვით ყველამ. ეს იმიტომ ვთქვით რომ ახლა ზუსტად ვიციტ ჩაკეტავენ და ანგარიშის გასწორებას ვეღარ მოვახერხებთ. დედის და ოჯახის გინებით გავაცილეთ. გული მოვიოხეთ და ძილი გავაგრძელეთ.

დილა
ისევ ლოცვით დაიწყო. ისევ მთელი ციხე გუგუნებდა, ისევ ისმოდა შეძახილები გარედან და ისევ იდგა შუმოკი ციხეში. დაახლოვებით თორმეტ საათზე ოფიცერმა დამიძახა პაემანი გაქვსო. ჩავიცვი, ჩავედი და დაბლა პაემნების ოთახში დედაჩემი დამხვდა. კიდევ უფრო გაჭაღარავებული და შებერებული მეჩვენა, წარმომიდგენია რა გადაიტანა როცა ეს კადრები ნახა.


მართლა ხდებოდა? - მკითხა.


ცოტა გაბუქებულია - ვუპასუხე მე, მინდა რაღაცით დავამშვიდო.


ახლა როგორ ხართ?


ახლა ბევრად უკეთ.


მეტი ამ თემაზე აღარ გვისაუბრია. ჩვეულებრივ მოვიკითხე ახლობლები, მეგობრები, მეზობლები,
ვუთხარი რომ რომ გამოვალ ყველაფერს დავწერ და ყველას მოვუყვები რაც ხდებოდა. წავიდა. დაწესებულების კარებიდნ ვუყურებდი როგორ მიდიოდა.


სამეურნეო ნაწილს ბადრის მაგივრად ახალი კოორდინატორი ჰყავს. მირიანი, არაა ცუდი კაცი, მაგრამ გაქნილების ერთია, საჩხერელია, სხვიტორიდან არის. მაკლერობდა დაჭერამდე. ერთხელ თურმე ფული სჭირდებოდა და ვიღაცას ბინა მესამე სართულის ნაცვლად მეცამეტეზე მიჰყიდა. ეგ როგორ მეთქი. ლიფტში ღილაკებს შვუცვალე ადგილიო. გამეცინა. აბა რა მექნა იმას მაღლა სართულზე არ უნდოდა მე კიდე ფული მჭირდებოდაო. ასეთებიც ხდება თურმე. მერე კი დასდევდნენ ალბათ იმ სახლის პატრონები მაგრამ რაღა დროს.მოკლედ იდეა გამიჩნდა, მივედი მირიანთან და ვეუბნები, მირიან ბიბლიოთეკა ცუდ მდგომარეობაშია, დასალაგებელი სად რა დევს კაცმა არ იცის შემიშვით იქ და მივხედავ მეთქი. ჩემგან მწვანე გაქვს, რეჟიმს დაელაპარაკეო. დაველაპარაკე. მეორე დღიდან ბიბლიოთეკაში შევედი. მომიტანეს საკანცელარიო ჟურნალი სადაც კატალოგი უნდა გავაკეთო. კალამი, მარკერი და ყველა ის ატრიბუტი რაც მჭირდება. დაახლოებით 500 მდე წიგნია. სამეცნიერო, ფსიქოლოგიური, დოკუმენტური თუ მხატვრული ჟანრის. ტომეულები და არატომეულები, მოკლედ ვიპოვე ის რაც პატიმრობის ბოლო დღეებში სიამოვნებას მომანიჭებს. ჩემი წელიწადნახევრიანი ისტორია ხომ თითქმის სამოც დღეში დასრულდება. მაღლა ასულს ბჭებმა მითხრეს ახალი მატრასები ადიელები და ბალიშები მოვიდა, უნდა ჩამოვცალოთო. სამეურნეო ნაწილის ყველა პატიმარი ნულ სართულზე ჩავედით. დიდი ტრაილერია მოსული. კიდევ კარგი ბევრნი ვართ. ერთი ცარელა
ოთახი გვაჩვენეს. ასე საათ ნახევარში მოვრჩით. მერე დღეს დაიწყო კამერებში ახალი ქვეშაგის განაწილება და პატიმრებმა შვებით ამოვისუნთქეთ. ვიგრძენით რას ნიშნავს როცა საწოლზე წეხარ და არა ნამჯისგან შეკერილ რარაც გაუგებრობაზე და წელში რკინები გესობა. ფანჯრიდან დავინახეთ რომ ახალი ქვეშაგების განაწილება მერვეშიც დაიწყო, და გამახენდა როგორ ვჩეჩავდით იმ მასას რასაც ლეიბს ეძახდნენ და როგორ ვერ ძლებდა ის ერთი ღამეც კი აფუმფულებულ დგომარეობაში. დილით საჭმელი მოვიდა. ყველაფერს ნორმალური გემო აქვს, აშკარად გამოსწორების გზაზე დგანან მზარეულები. ციხეში კი კვლავ გრძელდება სადღეღამისო პაემნები და ახლა
ყველაზე ნათლად ვხვდები, თუ რამდენი ადამიანია დაჭერილი. შუადღისას კვლავ მოვიდნენ ციხესთან მომიტინგეები კვლავ გვამხნევებენ, გვეუბნებიან რომ მალე ამინისტია გამოვა, გამაგრებისკენ, გაძლიერებისკენ მოგვიწოდებენ. დღეს ბადრი ეტაპით გაუშვეს. არ ვიცი სად და არც დიდად მაინტერესებს. ვიცი ერთხელ სადმე მაინც შევხვდები, შევხვდები და პასუხს მოვთხოვ, თვითოეული გამწარებული პატიმრის მაგივრად.


0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0