სასმელები ლუდის ისტორია 2012, 29 მაისი, 16:03 ლუდი მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელია, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; ღებულობენ ქერის ალაოს, სვიისა დაწყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიანბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი, ლუდის საფუვრით დადუღება, გაფილტვრა და ჩამოსხმა. გამბრინუსი ლეგენდარული მეფეა, რომელიც ლუდის ხარშვის გამომგონებლად ითვლება. გამბრინუსზე პირველად 1519 წელს, საუბრობს გერმანელი ისტორიკოსი იოჰან ავენტინი თავის "ბავარიულ ანალიებში". ავენტინი წერს, რომ გამბრივიუსი ერთ–ერთი გერმანული ტომის მეფის, მარუსის შვილი იყო. გამბრივიუსმა ცოლად ეგვიპტელი ნაყოფიერების ქალღმერთი იზიდა მოიყვანა, რომელმაც ასწავლა ლუდის ხარშვის ხელოვნება. თავად სახელი გამბრინუსი, 1574 წელს გამოჩნდა ანტვერპენში შეცდომით დაბეჭვდის შედეგად, რამაც გამბრივიუსი გამბრინუსად აქცია. სახელი გამბრივიუსი გვხდება ასევე ტაციტუსთან, მის ნაშრომ "გერმანიაში" არის მოთხრობილი გერმანელი ხალხის, მარსიების შესახებ. რაინჰაიტსგებოტი - კანონია, რომელიც კონტროლს უწევს გერმანიაში ლუდის სისუფთავეს. კანონის თანახმად ლუდის წარმოებისათვის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ 3 ინგრედიენტი: წყალი, ქერი და სვია. კანონი გამოვიდა ქალაქ ინჰოლშტადტში (ბავარიის საჰერცოგო) 1516 წლის 23 აპრილს და იგი ერთ-ერთ უძველეს კანონად ითვლება, რომელიც როდესმე დაწესებულა საკვებ პროდუქტებზე. ამ კანონში დადგენილი იყო ლუდის წარმოებისა და ვაჭრობის წესები. 1906 წლიდან ეს კანონი გერმანიის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ყველა კანონი, რომელიც ლუდს ეხებოდა, ერთიანდება კანონში ლუდის გადასახედებზე, რომელიც 1923 წლის 9 ივლისს გამოიცა და 1952 წელს ჩასწორდა. 233 შეფასება არ არის
|