საზოგადოება "ალეკოჯან ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი..."-ალეკო ელისაშვილი მანანა კობახიძის კომენტარს აქვეყნებს-"ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე." 2016, 28 იანვარი, 13:39 შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის მიერ დაწერილ კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ქალბატონმა მანანამ დაწერა მისი "ფეისბუქის" გვერდზე და შემდეგ როგორც ჩანს წაშალა, მაგრამ ალეკო ელისაშვილმა მოასწრო და შეინახა ეს კომენტარი. ალეკო ელისაშვილი ქალბატონ მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე პროკურატურის დაუყონებლივ რეაქციას ელოდება: "ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა: 1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა მანანაკობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ? 2. და რაც მთავარია, საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე." აი, რა კომენტარი დაუწერა ვიცე სპიკერმა მანანა (არჩილ) კობახიძემ ალეკო ელისაშვილს, რომელიც შემდეგ წაშალა: -"ალეკოჯან ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი(ასევე ფიქრობ, თანაც კანონიერად ჯიგარო?) და გული მიგრძნობს შავ დღეში ჩავარდები მისი გამოქვეყნების შემდეგ..." ალექსანდრე ელისაშვილი: -"ვის ვესაუბრები? მანანას თუ არჩილს?" "გაცხარებულ და გაწიწმატებულ მანანა კობახიძეს გადაეცით, რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს მისი არაერთგზის სატელეფონო ზარისა და თხოვნის შემდეგ შევხვდი. მარტივი გადასამოწმებელია ეს ფაქტი. კვალიფიციური, წესიერი და სინდისიერი ადვოკატის შერჩევაც ანასტასია ზაუტაშვილმა პირადად მთხოვა. სათაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში არაზუსტი იყო - მე მსჯავრდებულს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია. ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ და მაგდენი რომც მინდოდეს არც შემიძლია, უბრალოდ ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს. ასე რომ ქალბატონო მანანა, სანამ რამეს იტყოდეთ გირჩევთ ჯერ გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ ხოლმე. ვიცი მძიმე დღეში ხართ, ვიცი ანასტასია ზაუტაშვილთან ჩემმა შეხვედრამ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც მოთოკეთ თავი. თორემ ხომ ხედავთ რამდენ შეცდომას უშვებთ. ეს შეცდომები კი ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ. ისიც იცოდეთ, რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან..." 422 4-ს მოსწონს
|