ადელი პოპულარობის, ოჯახის და გარეგნობის შესახებ. ჟურნალი Rolling Stone
2016, 27 იანვარი, 16:08
პირველმა სინგლმა, ადელის ალბომიდან «Hello», მხოლოდ პირველი კვირის მანძილზე, 200 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა, ხოლო სიმღერა მომენტალურად «Billboard Hot 100» ჩარტის სათავეში მოექცა. აშშ-ს ისტორიაში, ეს კომპოზიცია იყო პირველი, რომლის 1, 11 მილიონი ასლი გაიყიდა, 7 დღის მანძილზე.
ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, ადელმა ინტერვიუ ჟურნალ Rolling Stone-ს მისცა, რომელშიც ისაუბრა:
გარეგნობაზე: არა მგონია, რომ გავშიშვლებულიყავი, თუნდაც იმ შემთხვევაში, უფრო მოდური ფორმები რომ მქონოდა. ჩემი სხეული მხოლოდ მე მეკუთვნის. ხანდახან კითხვა მიჩნდება, შევძლებდი თუ არა, ამდენის მიღწევას, plus-size რომ არ ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ადამიანები ჩემში, საკუთარ თავს ხედავენ. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა, მსოფლიოში, ჩემი ზომის არის და არც მე ვარ იდეალური, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ბევრი ვარსკვლავი, სრულიად მიუწვდომელად, შორეულად და ხელშეუხებლად გამოიყურება.
ფემინიზმზე: მე ფემინისტი ვარ. ვთვლი, რომ ყველასადმი ერთნაირი დამოკიდებულება უნდა იყოს, სექსუალური კუთვნილების და რასის მიუხედავად.
სამუშაოზე: ჩემი კარიერა — ჩემი ცხოვრება არ არის. ეს ჩემი ჰობია.
პოპულარობაზე: ხალხი ფიქრობს, რომ მე არ მომწონს პოპულარობა. გარწმუნებთ, ეს ასე არ არის. მე ის მაშინებს. მე ვფიქრობ, რომ ის ტოქსიკურია და მისით მოწამვლა ძალიან ადვილია. მე ვაკვირდებოდი ემის (უაინჰაუსი — რედ. BESTIN.UA) მდგომარეობას, და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შემეშინდა. მისი პრობლემა ბევრს ართობდა. რადგან ინტერესი იყო მის მიმართ, პაპარაცებიც მუდმივად უღებდნენ სურათებს და სულ უკან დასდევდნენ. მე სწორედ ასეთი ინტერესი მაშინებს.
საიმონ კონეკზე: ის ყველაფერში მხარში მიდგას. ჩემი წინა შეყვარებული არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ჩემი პოპულარობის გამო. მას უჭირდა ჩემი გაყოფა სხვა ადამიანებთან.
ქორწინებაზე: უკვე მილიონჯერ მექნება ნათქვამი, რომ ჩვენ დაქორწინებულები არა ვართ, მაგრამ, რატომღაც, ყველა საწინააღმდეგოში არის დარწმუნებული. დიახ, ჩვენ ერთად ვართ, არ დავშორებულვართ და არც არასოდეს დავშორდებით. ქორწილის საჭიროება კი, უბრალოდ, არასოდეს გვიგვრძნია.
შვილზე: ის პატარა ანგელოზია. ჩემში ყოველივე კარგს აღვიძებს და ერთადერთია, ვინც «არას» მეუბნება. ის მე მთლიანად მაკონტროლებს, ჩემი უფროსია და სხვა ადამიანებს ეს ძალიან სასაცილოდ ეჩვენებათ, რადგან ყველაფერ დანარჩენში, რაც სამუშაოს ეხება, უფროსი მე ვარ.
სპორტზე: მე არ მომწონს სავარჯიშო დარბაზები და ფიტნეს ცენტრები. ასეთ ადგილებზე ყოფნით, სიამოვნებას ვერ ვღებულობ. გარდა ამისა, სახეზე ძალიან მგრძნობიარე კაპილარები მაქვს, რომლებსაც მუდმივი კონტროლი ესაჭიროება, რომ ვარჯიშის დროს, არ გასკდეს. თუ სპორტზე მიდგა საქმე, მიყვარს სიმძიმეების აწევა და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს სარკეში ჩახედვა.
აუხდენელ ოცნებებზე: ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ვერასოდეს გავაკეთებ. იმიტომ არა, რომ ცნობილი ვარ, უბრალოდ, საამისოდ დრო არა მაქვს. მაგალითად, მე ვერასოდეს გავხდები ჟურნალისტი ან მასწავლებელი.