ქალი და მამაკაცი რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი ლუდმილა პუტინა გათხოვდა 2016, 26 იანვარი, 9:14 პირველად ამ ფაქტის შესახებ ჟურნალმა «Собеседник»-მა გაავრცელა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ყოფილი პირველი ლედი ლუდმილა პუტინა თითქმის ერთი წელია გათხოვილია და სხვა გვარს ატარებს.
57 წლის ლუდმილა პუტინას რჩეული მასზე 20 წლით უმცროსი, 37 წლის არტურ ოჩერეტნია, რომელიც „ინტერპერსონალური კომუნიკაციის განვითარების ცენტრს“ ხელმძღვანელობს.პრეზიდენტის ექს-მეუღლე აქტიურად თანამშრომლობს ამ კომპანიასთან. ლუდმილა პუტინამ გვარი შეიცვალა და ამჟამად ლუდმილა ოჩერეტნია. გამოცემამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების საბუთიც გამოაქვეყნა, სადაც მისი ახალი გვარია დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი და ლუდმილა პუტინა 2013 წლის 6 ივლისს ოფიციალურად გაიყარნენ. 1127 9-ს მოსწონს 1-ს არა
|