x
image
ერეკლე ცოცანიძე
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები

imageბოლო დღეებია მშვიდად ვცხოვრობთ. განსაკუთრებული არაფერი
მომხდარა. რამდენიმე დღეა ტელეფონები არ გვაქვს. რაღაც დაზიანდაო, თუმცა როგორც ამბობენ
დღეს საღამოს დავრეკავთ. სამეურნეო ნაწილიდან კიდევ ერთი პატიმარი ამოირიცხა, მიშა ასაკიანი კაცია, წამლის ბარიგობაზე ზის. რომ ჰკითხო ესეც უდანაშაულოა როგორც ყველა პატიმარი და შარში გახვიეს, თუმცა აქ ვის უნდა დავუჯერო და ვის არა აღარ ვიცი. ორი ადამიანის უდანაშაულობაში არ მეპარება ეჭვი. ესენი არიან პაპა და კახელი ვანო.

მძიმე ავადმყოფი მოიყვანეს ბიჭებს დაგვიძახეს დაგვეხმარეთო, ჩავედით, სასწრაფოს საკაციდან ძლივს გადავაწვინეთ ადგილობრივზე. ნაცნობი სახეა. კაკო შემრჩა. აი ის კაკო მერვეში ჩვენს კამერაში რომ იყო და შაქარი რომ ქონდა. საკუთარი ბებია რომ მოკლა ჩამჩით. ხვნეშის ეტყობა შაქარი აქვს ისევ დავარდნილი. გონებაზე არაა. ქირურგიულში ავიყვანეთ. არამგონია ამან კიდევ ხუთი წელი გაძლოს აქ.
წარამარა ცუდად ხდება.


ტალანში რეჟიმის ახალი უფროსი, ოფიცრებიი მალხაზ პავლიაშვილი, ბიბი იგივე ზვიადი და კიდევ ერტი კონტროლიორი პატიმარს ლიფტისკენ მიაცილებენ ლანძღვა
გინებით. უჭველია ნოლ სართულზე მორგში მიდიან. პატიმარი იძახის რა გინდათ ჩემგან არაფერი დმიშავებიაო. აქ რამდენიმე პატიმარია, რომელსაც გავლენის და კარგი ფინანსური შესაძლებლობების გამო ხმას არ სცემენ, თუმცა გამიგია იყო დრო როდესაც სწორედ მატ ატარებდნენ ყველაზე მეთ პრესში ბევრი დაავადმყოფეს ბევრი დაასახიჩრეს. დღეს კიდევ ორი პატიმარი დაიღუპა.


image
ჩვეულებრივი დილა გათენდა, ერთი შეხედვით არაფრით განსაკუთრებული. დილის საჭმელი დავარიგეთ. ამანათები
მოვიდა, პატიმრები პაემანზე გაჰყავთ. მოვიდა სადილიც და დარიგების შემდეგ კამერაში შესულს ტელევიზორი აღარ დამხვდა. რა მოხდა მეთქი, არაფერი ბადრი შემოვიდა და გაიტანაო.
რატომ მეთქი, მიზეზი არავინ იცის. ვანო შემოვარდა ბიჭო რა ხდება ვიღაც უცემიათ გადარეულია
ყველაო. არავინ არაფერი ვიცით. რადიო ჩავრთეთ ყველა არხზე პატიმრების ცემასა და წამებაზე ლაპარაკობენ. ყველა არხი სამტავრობო ტუ ოპოზიციური სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს. ერთს მივხვდით ვიღაცამ გლდანის ციხიდან კარანტინის დაშლის და პატიმრების წამების კადრები გაიტანა და ჟურნალისტებს გადასცა. თოქ შოუ თოქშოუზე მიდის, განიხილავენ ამ ყველაფერს. ივანიშვილის ნათქვამი გამახსენდა ამ არჩევნებზე მიშას საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმასო, ალბათ ესაა ოცნების აბერკოტი ნაციონალებისთვის. ბადრი კამერიდან კამერიდან კამერაში დადის და რადიოდან მუსიკის გარდა რამე ხმა თუ ისმის გადართავს. ბოლო პერიოდია რაც გაზეთების
გაყიდვაც აკრძალეს მხოლოდ ჟურნალები შემოდის.


ჩვენ კარებში ვმორიგეობთ რომ ბადრის ჩამოვლამდე მოვასწროთ ინფორმაციის მოსმენა. ვხვდებით რომ საქართველო დუღს თბილისში ხალხი ქუჩაშია გამოსული განსაკუთრებით სტუდენტები აქტიურობენ. დაიკეტა პაემნები, ტელეფონები,
ამანათები, რეჟიმს მოუჭირეს. მხოლოდ საჭმლის დასარიგებლად გავდივართ კამერიდან. რეჟიმი, ოფიცრები ყველანი სართულებზე გადანაწილდნენ. განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს. შეიძლება ითქვას ჰაერსაც კი მორიგეობით გვაწვდიან. ფანჯრიდან მერვე საპყრობილეს გავხედე თერთმეტი საათი დაიწყო შუქები არ ქრება კამერებში. ეს დასასრულის დასაწყისია გამიელვა გულში რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. ციხეში სიმშვიდეა. დღე გავაანალიზე. გავიგეთ რომ ვიდეო კადრები ციხიდან ვლადიმერ ბედუკაძემ გაიტანა. აი იმ ლადომ ვინც ციხეში მიმიღო, ახალგაზრდა, სამხედრო ფორმიანმა კაცმა რომელიც კარანტინში სიგარეტს გვაწევინებდა იმან ვინც ყველაზე
ადამიანურად გვექცეოდა პატიმრებს. დიპლომატები, არსამთავრობოები თურმე ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს. მიშას კი უთქვამს მე არაფერი ვიცოდიო. ხათუნა კალმახილძე გაქცეულიაო ამბობენ მოკლედ ათასი ჭორ მართალი ვრცელდება. პროცესი დაიძრა ვნახოთ რა მოხდება ხვალ.




0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0