x
image
ციცი
Mediator image
"ნიკა გვარამიამ დაპოსტა, რომ ქართული ოპერა ნაგავია"-ნიკა გვარამიას სტატუსს შალვა რამიშვილი ეხმიანება-"დაიძაბა სიტუაცია სექტაში! "

image
ნიკა გვარამიას პოსტმა, რომელშიც იგი ქართულ ოპერას "აბესალომს და ეთერს" აკრიტიკებს, სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი დაპირისპირება და აჟიოტაჟი გამოიწვია:

"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე."

ამ პოსტს შალვა რამიშვილი ეხმიანება სოციალური ქსელით:

"ნიკა გვარამიამ დაპოსტა, რომ ქართული ოპერა ნაგავია და ვაბშემც, ქართული კლასიკური მუსიკა სლაბიაო.
ამაზე გია ჭანტურიამ, ანდრო ბარნოვმა, ქ-ნმა მაია ორჯონიკიძემ და ცნობილი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სხვა პატივცემულმა გვამებმა დასცხეს ნიკა გვარამიას. თუმცა ბოლომდეც ვერ უხურებენ... ბოლო-ბოლო მათიანი და მთავარი ანტიოლიგარქიული ტელევიზიის დირექტორია.
მარა გვარამიამ მაინც დაუძახა მაგათ ეთნოცენტრისტი პროვინციალები და შავრაზმელები!
დაიძაბა სიტუაცია სექტაში! სქიზმის სუნი აუვიდა ვითარებას!
ამიტომაც ვიღაცეებმა შემრიგებრულად დაწერეს, გეყოთ ხალხო ჯერ ბიძინა "გაზპრომისტი" დავამარცხოთ და მერე გავარკვიოთ ზაქარია ფალიაშვილი ნაგავია თუ არაო.
რაზეც ნიკამ მიუგო, რომ მეო გამოხატვის უფლების წართმევით მოპოვებული ბიძინას დამარცხება ვაბშე არ მინდა - ეგ ჰიტლერის გზააო...
ისე, მაგარი გადარჩენილია გვარამია კეზერას რომ ვერ მიყიდეს ახლახანს რ 2-ი. ეგ კეზერა ხო ოპერის მოყვარულთა საზოგადოების უფროსი იყო და რ 2-ი რომ ეყიდა ხო ძალით გააშვებინებდა ქართულ ოპერებს ეთერში.
p.s. და ამ "დისკუსიის" შემხედვარე კიდევ ვინმე მეტყვის, რომ ამათ ძალიან არ უჭირთ?! "

1
836
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
836
  
2016, 20 იანვარი, 11:11
ვაი შენს პატრონს შენსას.... შენ რო გიჭირს ისე ვის უჭირს შე გაუბედურებულო გვამო მართლაც
0 1 1