კომპიუტერები და პროგრამები ვირტუალური სოლარიუმი 2016, 16 იანვარი, 18:35 I. გამოვყოთ კანი 2 პიქსელიანი საზღვრის სირბილით (Feather – 2 px). II. Ctrl + J ღილაკების კომბინაციით, მოვახდინოთ კანის კოპირება ახალ ფენაზე. III. Layers პალიტრაში, დავაჭიროთ საკორექციო ფენის დადების ღილაკს და ეკრანზე გამოსულ მენიუდან, ავირჩიოთ Curves პუნქტი > Curves საკორექციო ფენის სადიალოგო ფანჯარაში, დავაჭიროთ საკორექციო ფენის კუთვნილების ღილაკს, რომ კორექცია მხოლოდ კანის ფენაზე განხორციელდეს > მრუდის გრაფიკს ცენტრში, ავირჩიოთ რომელიმე წერტილი და მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით, ჩამოვწიოთ ქვემოთ. რაც უფრო დიდია გამრუდება, მით უფრო ძლიერი არის რუჯის ექექტი. IV. იმ შემთხვევაში, თუ სახის კანი უფრო მუქია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები, უნდა მოვახდინოთ საკორექციო ფენის დუბლირება > გავააქტიუროთ და სახეზე გადავუსვათ შავი ფერის ფუნჯი, საკორექციო ფენის ნიღბის აქტიურობის პირობებში და თუ საჭირო იქნება, დავარეგულიროთ ფენის გამჭვირვალობა > გავაერთიანოთ ფენები.
165 9-ს მოსწონს
|