სხვა როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ – მეცნიერთა 5 რჩევა 2016, 15 იანვარი, 10:01 ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და ებრძვიან ამ საშინელ დაავადებას, ალბათ ყველაფერს გაიღებენ, ეს ავადმყოფობა რომ დაამარცხონ. კარგი ამბავი ამაში ის არის, რომ ყველა ზომა რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც სიმსივნით დაავადებულნი იღებენ წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ასევე ეფექტურია ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც. ასე ამბობს ექიმი დუაით მაქქეი, ონკოლოგიური დაავადებების კვლევისა და მკურნალობის და ჯანსაღი კვების სერტიფიცირებული სპეციალისტი. მაქქეი გირჩევთ გაითვალისწინოთ მარტივი წესები. საჭიროა არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ საკუთარ თავს სიტყვა მისცესთ, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოიყენებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმია და ყოველდღიურად უწევს თავის პაციენტებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება, დუაით მაქქეი ამტკიცებს, რომ მისი რჩევები ნამდვილად ეფექტურად მოქმედებს არა მხოლოდ მის პაციენტებზე, არამედ მათზე ვინც ამას გაითვალისწინებს. 1. თავიდან აიცილეთ სტრესი
2. მოერიდეთ ობს "მიკოტოქსინები და აფლატოქსინები, რომელსაც ობი შეიცავს, მეცნიერულ სამყაროში ყველაზე ცნობილი კარცეროგენებია, " – ამბობს ექიმი მაქქეი. თუ სახლში მილს გასდის, ან მსგავსი პრობლემა გაქვთ აბაზანასა თუ სარდაფში, კედლები გისველდებათ და ობის სუნს გრძნობთ, არ დააყოვნოთ, გამოიძახეთ ექსპერტი, რომელიც თქვენს სახლს შეამოწმებს და დაადგენს რამდენად სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. 3. ოფლი მოიდინეთ ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) კვლევების თანახმად, სპორტულ დარბაზში სიარული ეხმარება სიმსივნის თავიდან აცილებასა და მის დამარცხებაში. მეცნიერებმა შეისწავლეს 16 ონკოპაციენტი, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ დაავადებას, სამთვიანი ვარჯიშის კურსამდე და მის შემდეგ. მათ შეადარეს ჯანმრთელი იმუნური უჯრედების რაოდენობა, რომელსაც უნარი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს სიმსივნეს, იმ ჯრედებს, რომელსაც არ გააჩნია მსგავსი მოქმედების საშუალება. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი უმრავლესობაში იყო ვარჯიშამდე, მაშინ როდესაც 3 თვის შემდეგ "ცუდი" უჯრედების რაოდენობა 15%-ით შემცირდა.
4. დახმარების ხელი გაუწოდეთ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც უანგარო დახმარებას უწევთ სხვას (მაგალითად, მოხალისე ხართ), ამით თქვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას ამაღლებთ. "ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მუდმივად იყოთ დაკავებულნი იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ამბობს მაქქეი. – და ამ შემთხვევაში არაფერია იმაზე უფრო შესაფერისი, ვიდრე უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს."
5. მიიღეთ ვიტამინები ალბათ დაიღალეთ ამის მოსმენით, მაგრამ ვიტამინი D ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მთლიანობაში – და ამასთან, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი მას საკმარისი რაოდენობით არ იღებს. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სუფთა ჰაერზე სეირნობით – საკმარისია 10 წუთი დღისით. თუმცა, რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მზე უფრო სუსტდება, ამიტომ D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება მოგიწევთ, მაგალითად, ცხიმიანი თევზის. 9230 13-ს მოსწონს
|