კინო შეხვედრა " ტიტანიკის" გადაღებიდან 20 წლის შემდეგ- კეიტ უინსლეტმა ლეონარდო დი კაპრიოს ჯილდო მიულოცა 2016, 11 იანვარი, 21:25 თითქმის ოცი წლის შემდეგ კინომოყვარულების თვალწინ თითქოსდა გაცოცხლდა ჯეკ დოუსონის და როუზ ბიუკეიტერის გულისამაჩუყებელი და სევდიანი სიყვარულის ისტორია- საუბედუროდ, სტიქია ამ სიყვარულზე ძლიერი აღმოჩნდა და "ტიტანიკის" გმირები სამუდამოდ დააცილა ერთმანეთს.
ყოველთვის, როცა კეიტ უინსლეტს და ლეონარდო დი კაპრიოს ერთად ვხედავთ, ჩვენი ფიქრები ისევ 1997 წელში ბრუნდება და თვალცრემლიანი ვიხსენებთ ტრაგიკულის იყავრულის ამბავს სელიონ დიონის შეუდარებელი მელოდიის My heart will go on- ის ფონზე. "ოქრის გლობუსის" დაჯილდოების უკანასკნელ - 73-ე ცერემონიალზე, რომელიც სულ რამოდენიმე საათის წინ დასრულდა, კეიტ უინსლეტი სცენაზე ავიდა, რათა მიეღო თავისი კუთვნილი სტატუეტი ნომინაციაში "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი მსახიობი" (ფილმში "სტივ ჯობსი"). 40 წლის კინომსახიობს აქტიურად გულშემატკივრობდა ლეონარდი დი კაპრიო და როცა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოს მისაღებად ლეონარდო დი კაპრიიოს მოუხმეს სცენაზე, პირველმა მას ეს ჯილდო კეიტმა მიულოცა. მსახიობების თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ კეიტისა და ლეოს გადახვევა - ეს იყო საუკეთესო მომენტი "ოქროს გლობუსის" ცერემონიისა. 347 11-ს მოსწონს
|