სხვა იცით, თუ არა, რომ მეკობრეები... 2016, 11 იანვარი, 13:33 მეკობრეები, სინამდვილეში, ისეთები სულაც არ იყვნენ, როგორებიც სტივენსონის «განძთა კუნძულში» არიან. მათ შესახებ, ისტორიაში, არც თუ ისე ბევრი ცნობა არის შემონახული. და რაც არის, ძირითადად, დიდ საზღვაო ძარცვებს და ცნობილ მეკობრეებს ეხება. და მაინც, რა ვიცით მეკობრეების შესახებ?
მეკობრეობა ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა. ისტორიაში პირველი სამხედრო–საზღვაო ფლოტი, სწორედ მეკობრეებთან საბრძოლველად შეიქმნა.
კაპერობა – დაკანონებული მეკობრეობა არის. ასე ეწოდებოდა საზღვაო ტერორს, სხვა სახელმწიფოს გემების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. კაპერებს, სხვა მეკობრეებისგან განსხვავებით, ლეგალური პატენტი ჰქონდათ მეკობრეობისთვის და ისინი ნაძარცვიდან გარკვეულ ნაწილს, სახელმწიფო ხაზინას აბარებდნენ. კაპერის სინონომი – კორსარი არის. მეკობრეობის კიდევ ერთი სახეობა – ფლიბუსტერობა იყო. ამ სფეროში “დასაქმებული" მეკობრეები მხოლოს ესპანურ გემებს ძარცვავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან, კარიბის ზღვაში. ინგლისი და საფრანგეთი ღებულობდნენ კანონებს მეკობრეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამავდროულად, ისინი მხარს უჭერდნენ ფლიბუსტერების საქმიანობას, რადგან ესპანეთის დასუსტება უნდოდათ.
მეკობრეების დროშა «მხიარული როჯერი» თავის ქალის ან ძვლების გამოსახულებით, ზღვაოსნობაში, გემზე ეპიდემიის არსებობის ნიშნად გამოიყენებოდა. მეკობრეებმა ამ დროშით სარგებლობა, მოწინააღმდეგის დემორალიზაციის მიზნით დაიწყეს და მას, უშუალოდ ბრძოლის დაწყების წინ აღმართავდნენ და მუდმივად არ აფრიალებდნენ, როგორც დღეს არის მიღებული. მეკობრეების შავი ნიშანი, სინამდვილეში არ არსებობდა. ის რობერტ ლუის სტივენსონმა მოიგონა თავის ნაწარმოებში («განძთა კუნძული»). მან ასევე მოიგონა მითი იმის შესახებ, რომ მეკობრეები მუდამ რომს სვამდნენ, როგორც გემზე, ასევე ხმელეთზე და მუდამ მთვრალები დადიოდნენ. სინამდვილეში, მეკობრეების უმრავლესობა მხოლოდ ხმელეთზე სვამდა, რადგან ცურვის დროს, ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო, ხოლო ზოგიერთ ხომალდზე, საერთოდ მშრალი კანონი მოქმედებდა. მეკობრეებს შორის ნადავლს მთავარი მესაჭე (შტურმანი) ანაწილებდა. ყველაზე მეტი კაპიტანს ხვდებოდა – ნადავლის საერთო რაოდენობიდ, მეათედი. ყველაზე ცოტა – გემის დურგალს, რომელიც ბრძოლებში მონაწილეობას არ ღებულობდა. გარდა კუთვნილი წილისა, მეკობრეებს კომპენსაციაც ეძლეოდათ, დაჭრის შემთხვევაში. ერთი ვერსიის მიხედვით, მეკობრეები ცალ თვალზე სახვევს პრაქტიკული მოსაზრებით იკეთებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ როდესაც საჭირო იყო გემბანიდან ტრიუმში ჩასვლა, სადაც ძალიან ბნელოდა, ადამიანის თვალი სიბნელეში მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ ადაპტირდებოდა. მაგრამ თუ მეკობრეს ცალი თვალი ახვეული ჰქონდა, ის მას იხსნიდა სიბნელეში და მაშინვე ყველაფერს ხედავდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ბრძოლის დროს. მეკობრეს ყურზე საყურის ტარების უფლებას, იმ შემთხვევაში აძლევდნენ, თუ ის ეკვატორს გადაკვეთდა ან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის უკიდურეს წერტილს –ჰორნის კონცხს შემოუვლიდა. მეკობრეები მეტსახელებს იმიტომ კი არ ირქმევდნენ, რომ ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდათ გემზე, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ სახელებს უმალავდნენ მართლმსაჯულებას. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეკობრეები ნაძარცვ ნადავლს მიწაში მარხავდნენ, სიმართლეს არ შეეფერება. და თუ მაინც მარხავდნენ, ეს განსაკუთრებული შემთხვევით იყო გამოწვეული და ძალიან იშვიათად ხდებოდა.
756 10-ს მოსწონს
|