x
image
Lerato
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება,

ზოგიერთ მცენარეში შემავალი აპიგენინი (ფლავონოიდი) აყალიბებს ძლიერ კავშირს ნეირონებს შორის

image


ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში, გვირილა, ნიახური, ქონდარა და სხვა ბევრი მცენარე, ეხმარება თავის ტვინის ნერვიული უჯრედების ფორმირებაში და აძლიერებს კავშირს მათ შორის. ეს აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა რამდენიმე ბრაზილიური სამეცნიერო ცენტრიდან, რომელთა შრომები გამოქვეყნდა ჟურნალში Advances in Regenerative Biology.


საუბარია ბუნებრივ ფლავონოიდ აპიგენინზე. შედარებით ადრეულმა, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ფლავონოიდები პოზიტიურად მოქმედებს სწავლასა და მეხსიერებაზე. ბრაზილიელმა მეცნიერებმა შეძლეს ეჩვენებინათ აპიგენინის ეფექტი უშუალოდ ადამიანის ნერვიულ უჯრედებზე და ამასთან, აღმოაჩინეს მისი მოქმედების მექანიზმი.


მეცნიერებმა აპიგენინი პეტრის ფინჯანში მოთავსებულ ადამიანის პლურიპოტენტულ ღეროვან უჯრედებს დაუმატეს. ასეთი ღეროვანი უჯრედები, რამდენადაც ცნობილია, უნარი აქვთ განვითარდნენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებში. 25 დღის შემდეგ ეს უჯრედები ნეირონებად გადაიქცნენ. აპიგენინის დამატების გარეშე მსგავსი ეფექტი არ მიუღიათ. ამასთან, კავშირი ფლავონოიდების ზეგავლენის ქვეშ ჩამოყალიბებულ ნეირონებში (სინაფსი) გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ.


"ძლიერი, დატოტვილი კავშირი ნეირონებს შორის წარმოადგენს თავის ტვინის კარგი ფუნქციონირების საკვანძო პირობას, სასარგებლო მეხსიერებისთვის და სწავლისთვის." – აღნიშნა სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტივენს რეჰენმა.


რეჰენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ აპიგენინის პოზიტიური მოქმედება ეფუძნება უჯრედშიდა ესტეროგენული რეცეპტორების დაკავშირებას. ცნობილია, რომ ჰორმონების ზუსტად ეს ჯგუფი მოქმედებს ნერვიული სისტემის განვითარებაზე, მომწიფებაზე, ფუნქციონირებასა და პლასტიურობაზე. ესტეროგენის მოქმედებაზეა დამოკიდებული ისეთი ფსიქიატრიული და ნეიროდეგენერაციული დაავადებების დაწყების შეფერხება, როგორიცაა შიზოფრენია, დეპრესია ალცჰეიმერის დაავადება. თუმცა, თერაპიის მეთოდები, რომელიც ესტეროგენებს ეფუძნება, შეიცავს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს.


ამის გამო, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აპიგენინი შესაძლოა გახდეს ესტეროგენების ალტერნატიულ ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფლავონოიდს დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული პროდუქტები, რეჰენმა და მისმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ფლავონიდებით მდიდარი დიეტის მეშვეობით, შესაძლებელია ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის შესაძლოა ისპანახის გამოყენება. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მცენარე ბევრ ვიტამინს შეიცავს.

8
4154
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
4154
  
2016, 10 ივნისი, 16:48
ოხრახუში კი მიყვარს და ზუსტადაც კარგი ყოფილა))))
2016, 6 აპრილი, 22:33
დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ჩემთვის ბევრს ნიშნავს, გაიხარეთ :)
2016, 6 აპრილი, 15:16
ლეტარო, რა მაგარი ხარ, სულ მაგარ სტატიებს დებ, ყოჩაღ!
2016, 31 იანვარი, 20:21
დიდი მადლობა :)
2016, 31 იანვარი, 12:56
ძალიან კარგი სტატიაა.
2016, 11 იანვარი, 20:48
ოხრახუში მართლა მაგარი რამეა..
2016, 8 იანვარი, 12:19
დიდი მადლობა, ალექს! გაიხარე :)
2016, 8 იანვარი, 12:17
ძალიან კარგი..გავაზიარე
0 1 8