ქალი და მამაკაცი ის უხერხული გრძნობა, როცა ცოლი წელამდე გწვდება... 2016, 6 იანვარი, 19:47 ცნობილი სპორტსმენის ცოლობა იოლი როდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარი კალათბურთელია და მეუღლეების სიმაღლეებს შორის განსხვავება 50 სანტიმეტრზე მეტია. მეორე მხრივ, ასეთი წყვილები მეტად კოლორიტულად გამოიყურებიან. მათი შეხედვისას გამოთქმა " ცოლი წელამდე წვდებაო" გასაოცარ რეალობას იძენს.
![]() მოდით ვნახოთ, რომელი ცნობილი წყვილის სიმაღლეებს შორისაა ყველაზე მეტი განსხვავება და როგორ გამოიყურებიან ისინი ერთმანეთის გვერდით. მეჯიკ ჯონსონი და ერლიზა კელი ![]() მეჯიკ ჯონსონი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელია, რომელიც "ლოს-ანჯელეს-ლეიკერსში" თამაშობს. მისი სიმაღლე 206 სანტიმეტრია, ხოლო ცოლის-ერლიზას სიმაღლე 168 სანტიმეტრი. კობი ბრაიანტი და ვანესა ლეინი ![]() კიდევ ერთი პროფესიონალი კალათბურთელი "ლოს-ანჯელეს-ლეიკერსიდან" კობი ბრაიანტი 198 სანტიმეტრი სიმაღლისაა, მიის მეუღლე კი 164 სანტიმეტრი სიმაღლის. კარმელო ენტონი და ლა ლა ენტონი ![]() კარმელო "ნიუ-იორკ-ნიქსის" ფორვარდია. მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრია, ხოლო ლალას სიმაღლე 168 სანტიმეტრი. კროს ბოში და ადრიანა უილიამსი ![]() კროსიც კალათბურთელია, ის "მაიამი სიტის" გუნდში თამაშობს. ბოშის სიმაღლე 211 სანტიმეტრი, ხოლო მისი ცოლის ადრიანას სიმაღლე 152 სანტიმეტრია ჯო ფლაკო და დანა გრეიდი ![]() ჯო ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს "ბალტიმორ რეივენსის" გუნდში. მისი სიმაღლე 198, ხოლო დანას სიმაღლე 155 სანტიმეტრია. პო გაზოლი და სილვია ლოპესი ![]() ესპანელი კალათბურთელი პო გაზოლი ამჯამად NBA-ს გუნდ " ჩიკაგო ბულზში" თამაშობს. მისი სიმაღლე 213 სანტიმეტრი, ხოლო სილვიას სიმაღლე - 177 სანტიმეტრია. შაკილ ონილი და ნიკოლ ალექსანდერი ![]() ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ სჭირდება, მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა, შაკილ ონილი 216 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ხოლო მისი საცოლის ნიკოლის სიმაღლე 160 სანტიმეტრია. ვლადიმერ კლიჩკო და ჰეიდენ ჰანეტერი ![]() უკრაინელი პროფესიონალი მოკრივის სიმაღლე 198 სანტიმეტრია მაშინ, როცა მისი შეყვარებულის ჰეიდენის სიმაღლე 155 სანტიმეტრს ძლივს აღწევს. შონ ბრედლი დაა ანეტ ევერსტონი ![]() შონი გერმანული წარმოშობის ყოფილი ამერიკელი კალათბურთელია. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის NBA-ს სამ გუნდში თამაშობდა. შონის სიმაღლე 229 სანტიმეტრია, ხოლო მისი მეუღლის - 160 სანტიმეტრი. ნიკალაი ვალუევი და გალინა ვალუევა ![]() რუსი პროფესიონალი მოკრივის სიმაღლე 213 სანტიმეტრია, ხოლო მისი მეუღლისა - 163 სანტიმეტრი. იო მინი და ე ლი ![]() უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთჩამოთვლილი სპორტსმენებიდან ყველაზე ჭკვიანურად ჩინელი პროფესიონალი კალათბურთელი იო მინი მოიქცა, როცა ყოფილ კალათბურთელ ე ლიზე დაქორწინდა. იო მინი 229 სანტიმეტრი, ხოლო ე ლი 190 სანტიმეტრი სიმაღლისაა. 1471 10-ს მოსწონს 1-ს არა
|