საზოგადოება "წელს შევხვდი ადამიანს, რომელიც არანორმალურად შემიყვარდა" - ინგა გრიგოლია 2016, 4 იანვარი, 13:30 ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გასულ წელს აჯამებს. როგორც თავად ამბობს, 2015-მა წელმა მას ბევრი იმედგაცრუება მოუტანა, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა: "რაღაცნაირი წელი მქონდა....თან მძიმე, თან მაგარი))))))) არანორმალური მუშაობის მერე, მთელი სასიცოცხლო ენერგია რომ ჩავდე, გამომაგდეს სამსახურიდან .....დავკარგე ორი -სამი მეგობარი...დამეწყო დეპრესია და ერთი ორი თვე მეზიზღებოდა ყველა, ვინც ჩემი სამსახურიდან გამოგდებაში ოდნავ მაინც იყო შემხებლობაში (მრცხვენია, მაგრამ ასეა))))))) ხოდა მერე უცებ...აღმოვაჩინე რომ არავინაც არ მეზიზღება)))))))) რომ მთლად წლის ბოლოს, მივიღე ახალი სამსახურის შეთავაზება, ძალიან საინტერესო გამოწვევებით, აღმოვაჩინე ჩემი ერთგული ადამიანების მთელი არმია, რამაც გამაბედნიერა და გადამატანინა ადამიანური წყენები და რაც მთავარია, წელს შევხვდი ადამიანს, რომელიც არანორმალურად შემიყვარდა და რომელიც მაბედნიერებს დილიდან ღამემდე და ღამიდან დილამდე...ხოდა ეხლა რომ ვფიქრობ, ძაანაც მაგარი წელი მქონდა მაინც...... და უცებ ისიც აღმოვაჩინე, რომ სულაც არაფერზე აღარ მწყდება გული.... სე ლა ვიიიიი)))))))))) ბედნიერ 2016-ს გისურვებთ მეგობრებოოო" - წერს ჟურნალისტი. 1223 9-ს მოსწონს |
შენ მუდამ იყავი რეიტინგზე მომუშავე! ყველაფერს კადრულობდი რეიტინგის გამო. ორსახოვანი ხარ ინგა, არ ხარ გულწრფელი ადამიანი. შენი ჟურნალისტობა კი მხოლოდ ღიმილს იწვევს ...
იმედია, სიყვარული გაგაკეთილშობილებს და ისწავლი რეალურად შეხედო არსებულ მდგომარეობას.