საზოგადოება "წყვილს პირდაპირ ფანჯარასთან არ აქვთ სექსი?" - რა მოხდა თბილისში "საახალწლო ქალაქში"? 2016, 4 იანვარი, 13:17 ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ერთი პიკანტური ამბის შესახებ წერს რომელსაც თბილისში ვარდების მოედანზე შეესწრო. "საახალწლო ქალაქში" მცირეწლოვან შვილთან ერთად სასეირნოდ გასული შემთხვევით შეესწრო, როგორც იყო წყვილი სექსით დაკავებული სასტუმროს ფარდებგადაწეულ ფანჯარასთან, პირდაპირ ხალხის თვალწინ. როგორც ჩანს, შემთხვევამ ჟურნალისტი საშინლად აღაშფოთა: "მოკლედ, ცოტა დიდი ამბავია, მარა მაინც უნდა დავწერო, რა და წაიკითხეთ... წინასწარ გეუბნებით, რომ ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა თბილისში... ოღონდ თან მეცინება, თან სულ ვბრაზდები გახსენებაზე. დღეს ლაზარე "ვარდების მოედანზე", "საახალწლო ქალაქში" წავიყვანე სასეირნოდ, ძალიან კარგად გავერთეთ, ვიმხიარულეთ, სხვადასხვა მულტფილმის გმირებთან ფოტოები გადავიღეთ... სადღაც 6-ის ნახევარი იყო უკვე, როცა უცებ თინეიჯერი ბავშვები ახარხარდნენ და ზემოთ ყურება დაიწყეს. უი, ალბათ ფოიერვერკს უშვებენ-თქო, გავიფიქრე და მეც ზემოთ ავიხედე, მაგრამ არაფერი მსგავსი. თინეიჯერები კი ისევ იცინოდნენ... მათ მზერას გავაყოლე თვალი, "რედისონ ბლუ ივერიასკენ" იყურებოდნენ (ეს სასტუმრო ხომ პირდაპირ დასცქერის "საახალწლო ქალაქს") და რას ხედავს ჩემი თვალები? - "რედისონის" მე-15-ე სართულზე ერთ-ერთ ნომერში ფარდები ბოლომდე არის გადაწეული, ოთახი გაჩახჩახებულია და ვიღაც ***** წყვილს პირდაპირ ფანჯარასთან არ აქვთ სექსი?... აესე, ზედ ფანჯარასთან იყო გოგო მოკრული, სახით ჩვენსკენ და ვიღაც ბუღა "ლაივში" უქუნქურებდა... გამოვშეტრდი.... მეთქი მეჩვენებააა... დავხუჭე თვალი, გავახილე და - ისევ ქუნქურებენ, კაცო!... იკლაკნება ეს გოგო, კაწრავს ფანჯარას და არის ერთი ამბავი! ნელ-ნელა ყველამ იქით დაიწყო ყურება, იმ **** წყვილს კიდე მაგრად ეხატა, რომ პირდაპირ ბავშვების თვალწინ (უფროსებს რაღას დავეძებ) ჰქონდათ სექსი.... ლაზარე მეკითხება: -დედიკო, რას შვებიან ისინი? -ჩხუბებონ (?!) - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე უცებ.... -პატრულს დავურეკოთ, რა - მეუბნება ლაზარე. პატრული კი არა, მოვკიდე ხელი ბავშვს (ის რეგვენი წყვილი ისევ არ ჩერდება, პოზა შეიცვალეს დაჟე) და შევქანდი "რედისონში", ლაზარე შესასვლელში, ნაძვის ხესთან დავაყენე, ყურებზე ხელი აიფარე-თქო ვუთხარი და მისაღებში მდგომ გოგოს და ბიჭს ვეუბნები: -ვიცი, რომ არ გაქვთ უფლება სასტუმროს რომელიმე ნომრის ბინადართა ვინაობა მითხრათ, ამიტომ ასე გეტყვით: 15-ე სართულზე, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ "საახალწლო ქალაქს" დასცქერის, წყვილი ხალხის თვალწინ ტ...ობს და რამე იღონეთ, თორე სახის ძვლით ვათრევ ახლა მაგათ-მეთქი. მისაღებში მდგარი გოგო უემოციო სახით მიყურებს, ვაბშე არ აქვს რეაქცია. მივუტრიალდი ბიჭს და ვეუბნები: -ეს რა წესია, რა უბედურებაა, ვერ გავიგე? დროზე ვინმემ რამე იღონეთ, თორემ სასწაულ ამბავს ავტეხავ ახლა-მეთქი. ბიჭი შეწუხდა - რას ამბობთ, მართლა? კი, კი, დაცვას ვეტყვი და აუცილებლად ავა, გაარკვევს ვითარებას, მართლა არაესთეტიური ამბავია ეგო. -არაესთეტიური კი არა, მაგ ***** გადაეცით, მე მაგათი ....!! და თქვენგანაც მიამატეთ ერთი-ორი "თბილი" სიტყვა და მე მომაწერეთ-თქო... მოვკიდე ლაზარეს ხელი და გამოვედი გარეთ დედის ტრაკის გინებით (გულში). სანამ "რედისონის" დაცვა იმ ნომერში ავიდოდა (საკითხავია, ავიდნენ თუ არა საერთოდ?!) და წყვილს გააფრთხილებდა, ისევ იგივე სიტუაცია იყო: "რედისონის" მე-15-ე სართულზე "პობაი საკვირველი" გრძელდებოდა... ლაზარე რომელიღაც ზღაპრის გმირს შევაჩეჩე, ყურადღების გადასატანად და მე ვეცადე ფოტო მაინც გადამეღო იმ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ მოახლოვდა ტელეფონით ის კადრი.... სადღაც 5 წუთში ის ჯიშაძაღლებულები მოშორდნენ ფანჯარას, ცოტა ხანში ქალი ხალათით გაიჩითა, კაცი ისევ ტიტლიკანა დადიოდა და უკვე თავისი დაკუნთული ტრაკი მოგვიშვირა ძირს შეკრებილ საზოგადოებას..... სადღაც ორიოდე წუთში ორივე მოშორდა ფანჯარას და ოთახის სიღრმეში შეეთრა. მეთქი ამათ კიდევ არ დაიწყონ შობელძაღლობა, მოვკიდე ხელი ლაზარეს და სასწრაფოდ გავეცალეთ "საახალწლო ქალაქს"... ლაზარესთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი, იქ ამბავს დავატრიალებდი - მტერს!!! მარა ბავშვთან ერთად როცა ხარ, სხვა რა გინდა რო ქნა?! აი, ასეთი საქონლებიც არსებობენ, ამის დედა ვატირე მე.... და აი, ასეთ საზიზღრებს მთელი გულით და სულით მ@@@ან აღმზრდელი, მასწავლებელი და ყველა ის პირი, ვინც მათ "აღზრდაში" ოდესმე მაინც იღებდა მონაწილეობას", - წერს ნინო ლაბარტყავა. საინტერესოა, რომ "ფეისბუქის" მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ წყვილის საქციელზე მეტად პოსტის ავტორის ტონმა გააღიზიანა: "მაგის დანახვა და ასეთი ბინძური სიტყვების სროლა ერთი და იგივეა. რომ უზრდელობ ამას არ კითხულობს უფროსიც და უმცროსიც?" "მათი ფანჯარაში სექსი, თქვენი აღგზნებული "გაპროტესტება", ინტელიგენტური მანერები და ნატიფი ტერმინოლოგია შეესაბამება ერთმანეთს ძალიან...." "ის რომ ბავშვის ზნეობრივი სიმწიფე და ზოგადად ზნეობა გაღელვებთ, რასაკვირველია მოსაწონია... ოღონდ ვშიშობ ერთ უბრალო რამეს ვერ ათვითცნობიერებთ... კი, რა თქმა უნდა სექსის ასე სახალხოდ თეატრალიზება ნორმისგან შორს დგას და არც ისე მოსაწონია, მაგრამ დამიჯერეთ ამ "საშინელ ინციდენტს" ბავშვი დაივიწყებს და მის მორალურ სტაბილურობაზეც არანაირად არ იმოქმედებს... აი ის კი, რომ დედა ყოველ მეორე წინადადებაში "საპოჟნიკივით" ბილწსიტყვაობს, მის ზნეობრივ განვითარებაზე თავის უარყოფით გავლენას ერთმნიშვნელოვნად იქონიებს... და სულ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი @-ით შეცვლით ამა თუ იმ ასოს." - ვკითხულობთ კომენტარებში 1167 11-ს მოსწონს
|