საზოგადოება რას წერს საზოგადოება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის შესახებ. 2015, 27 დეკემბერი, 12:19 საზარელი მკვლელობის გარშემო, რომელშიც ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულად ბავშვის დედა და მამაკაცის მეუღლე მაგდა პაპიძე სცნეს, საზოგადოების მხრიდან ინტერესი არ ნელდება. ზოგს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ დედა შვილს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, ხოლო ზოგი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ბრალდებულს. მაგდა პაპიძის "ფეისბუქ" გვერდიდან მის ფოტოებს აზიარებენ სხვადასხვა წარწერებით. გთავაზობთ ხალხის აზრს: "პროკურორი ნაგავია! ადვოკატი დებილი! ასეთი უტვინო ადვოკატის ხელში არ უნდა იყოს ეს საქმე! ხალხნო, მაგარი გიქრით თავში, ეს ვითომ ბრძენი, უცოდველი ხალხი, განსაკუთრებით ხანშიშესული ადამიანები, რომ გამოირჩევით აგრესიით, გული მერევა...."სახეზე ეტყობა ვინც არის და რაც არისო"- ამას, რომ ამბობთ იქედან ჩანს რა დეგრადირებული, გაუნათლებელი და არაადამიანები ხართ!!! მე მჯერა, რომ რაღაც ისე არ არის როგორც აცხადებენ და როგორც უნდათ, რომ იყოს! არაკაცები და არაადამიანები, რომ დგანან სამართლის დასაცავად იმიტომაა კარგად ყველაფერი.... უამრავი ურთიერთ საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა თვითონ პროკურატურამ! თუ იმის თქმა არ შეუძლიათ, რომ უდანაშაულოა, ნურც იმას იტყვიან, რომ მკვლელია! მე მჯერა ამ ადამიანის 100% ით! და ჩვენი ვითომ სამართალდამცავები ყველა ჩამოსახრჩობია! არაკაცებით და ედიკისტებით სავსეა! ჯერ თქვენს სუფთა ნამუსზე იფიქრეთ და სხვებს ისე ესროლეთ ქვები! ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ სიყვარულით ელაპარაკება ბავშვს და თუ როგორ უყვარადა ის! არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ მაგდა რას გრძნობს ახლა! რა ტკივილია და რამხელა უბედურება(დღეს ის მოსიარულე გვამია მართლაც და თქვენ არაადამიანები სასტიკები და გულის ამრევები, რომ კიდევ უფრო უმძებთ მდგომარეობას! გულწრფელად ვუთანაგრძნობ რადგან სამივე მსხვერპლია..." "რა სულელური გამოსვლები გაქვთ, იმის შესახებ რომ ვითომ "დედამ" მოკლა ქმარ-შვილი, გვამები სადარბაზოში გამოიტანა, ბავშვი მანქანაში დააწვინა და თვითონ "ფეხით" გაიქცა. რა სისულელეა, თუ გაქცევა უნდოდა მანქანა ყავდა და გაიქცეოდა, თუ გვამების გადამალვა უნდოდა მანქანა ყავდა და როგორც გარეთ გამოყვანა შეძლო ისე მანქანითაც გადამალავდა, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ პოლიცია არ - ვერ მუშაობს! აქ აშკარად სხვა მოქმედებდა! ამას + მაგდას ადვოკატი ამბობს, რომ "არცერთხელ" არ უღიარებია დანაშაული. საშინელებაა როგორც იქცევა ხალხი... რა სიტყვებით ლანძღავთ რა უბედურებაა, მაშინ როცა არაფრის აზრზე ხართ. ის მაინც დაადგინონ ფსიქიკურად როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გიჟია საკუთარი შვილი მიეხრჩო "კვალი გაქრობის" მიზნით? 9 წლამდე ბავშვის მოცემულ ჩვენებას არ ექცევა ყურადღება..." "გადავხედე ფლეილისტს და ქმარ-შვილთან ერთად არცერთი ფოტო არ აქვს. თან სტატუსზე უწერია, როდემდე უნდა ფურცლო ერთი დ აიგივე წიგნი 5 წლის განმავლობაშიო. მარტო ვერ მოახერხებდა მკვლელობას შანსი არაა... ვინმე კურო ეყოლებოდა…" "როცა არ გვინახავს ჩვენი თვალით, არ შეიძლება ვინმე გავკიცხოთ და მის მიმართ სამართალი ჩვენ გამოვიტანოთ. დამნაშავე თუ არის, დაისჯება კიდეც. ეს ყველაფერი რაც მოხდა და რაც ხდება დღეს საქართველოში, მკლელობა და ათასი სისაძაგლე ძალიან ცუდია. მაგრამ რას ვიზამთ." "არ მჯერა რომ ამ გოგომ მოკლა თავისი შვილი. აქ რაღაც სხვა ხდება..." მაგრამ უარყოფითი კომენტარები უფრო მეტია: "თუ მართლა შენ ხარ შვილის მკვლელი, დასახვრეტი ხარ." "საზიზღარი, საძაგელი!" "ეს ის გოგა ქმარი და 5 წლის შვილი, რომ დახოცა. იმედია შეურაცხადი იყო, თორემ მეშინია ღმერთი კაცობრიობაზე საერთოდ არ განაწყენდეს." 274 2-ს მოსწონს 1-ს არა
|