x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალებზე მოძალადე ტაქსის მძღოლის ვინაობა დადგენილია და დაკავებულია
imageშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაქსის მძღოლი, რომელიც ქალების მიმართ ძალადობაშია ეჭვმიტანილი დადგენილია.საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.


ეს ფაქტი პირველად დეკემბრის დასაწყისში გაახმაურა სოციალური ქსელის მომხმარებლმა ელე სარიშვილმა და ქალბატონებს სიფრთხილისკენ მოუწოდა:


"1 დეკემბერს, ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა
განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა
ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული
მიზეზების გამო. ეს ნაძირალა, რომელიც ამ ეტაპზე მოძრაობს სედანის ტიპის
მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა,
რადგან შოკურ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის
შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებით ურტყამდა,
მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი
უთხრეს.


მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213 და სერია ამ ეტაპზე
დაუდგენელია, მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის,
საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი-არ აქვს მარცხენა თვალი.



ამ პირუტყვის საქციელებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ ეს იმისი პირველი შემთხვევა არაა, რადგან საკმაოდ თავხედურად და
უწმაწური სიტყვებით იხსენიებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ისინი თითსაც
არ დააკარებენ და ასე შემდეგ.
image

მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით
ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ, რადგან ეს არამზადა ჯერჯერობით
თავისუფლად დადის. ყველას ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ პირადში
მომწეროს თუ ასეთი აღნაგობის მამაკაცი ეცნობა. გპირდებით, რომ არ გავამხელ
თქვენ ვინაობას და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და თქვენი
დახმარებით შევძლებთ ეს “არსება” წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მთელი
სიმკაცრით აგოს პასუხი, მადლობა ყურადღებისათვის.

P.S. და ორმაგად ამაზრზენი ის მინდა დავამატო, რომ ამ ამბავს
შეესწრო რამოდენიმე პიროვნება, რომლებმაც ავტომობილი გააჩერეს და იმის
მიუხედავად რომ დახმარებოდნენ ძირს დაგდებულ ქალს, პირიქით ამაყად
დასძახოდნენ, მოგიხდება მასე ეგდე ძირსო…"


image

დამნაშავის დაკავებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ელე სარიშვილი.


"მეგობებო, ნაცნობებო და ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მინდა ყველას გაცნობოთ
რომ ის არამზადა ტაქსისი მძღოლი(რომლის სახელს და გვარს მოგვიანებით
გავაგებინე ყველას) დღეს იქნა დაკავებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა
ყველას ვინც ჩემი პოსტი წაიკითხა და გულთან მიიტანა უამრავი ადამიანი
მწერდა პირადში და მოწოდებული ინფორმაცია ძალიან დაეხმარა გამოძიებას რათა
დროულად მომხდარიყო ამ ადამიანის იზოლაცია საზოგადოებისაგან, მინდა
შეგატყობინოთ, რომ ქალბატონებს რომლებიც ამ ამბით იყვნენ შეწუხებულები და ეს
პიროვნება აყვანილია და აღარ შეგეშინდეთ ღამით ტაქსით მოძრაობა.


განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დიდი დიღმის პოლიციის ქვეგანყოფილების
ყველა თანამშრომელს რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმეზე და
განსაკუთრებით გამომძიებელს ჭოლა ღლონტს. იმედია ბოლომდე იზეიმებს
სამართლიანობა და ეს “არსება“ რომელსაც ცოლიც, შვილებიც და შვილიშვილებიც
კი ყოლია თურმე იქნება სათანადოდ დასჯილი ჩვენი სასამართლოს მიერ და
მიიღებს შესაბამის სასჯელს. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა და გფარავდეთ
უფალი..."

image

0
208
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0