x
image
natia.a
პრემიერის მეუღლის ჩაცმულობამ საზოგადოება ისევ აალაპარაკა (ფოტოები)
image
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, გასული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

image

სოციალურ ქსელში ამ მიღების ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ განსაკუთრებული ინტერესი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ჩაცმულობასმ მიიპყრო. როგორც სოციალურ ქსელში ფოტოს კომენტარებდან ირკვევა, საზოგადოებას ამჯერად ნამდვილად მოეწონა პრემიერის მეუღლის სამოსი: "ულამაზესი", " კლასიკური და სადა" - ასე შეაფასეს მომხმარებლებმა ნანუკა თამაზაშვილის ჩაცმულობა და აღიარეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი ძალიან ლამაზი წყვილია.


imageimage





ნანუკა თამაზაშვილის ჩაცმულობა აქამდეც არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. როგორც ცნობილია, 2014 წლის ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე ამერიკის პრეზიდენთან და მის მეუღლესთან ბარაკ და მიშელ ობამებთან ერთად არიან, საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ კი თვალში მოხვდათ ნანუკა თამაზაშვილის კაბა, რომელიც იყო შავი ფერის და ეცვა თეთრ პერანგზე.

imageimage

ამ ამბიდან, ცოტა ხნის შემდეგ ნანუკამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა, როცა ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე Oscar de la renta-ს კაბით წარსდგა, რომლის ღირებულებაც 6490$-ია.


imageimageimage









0
931
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
931
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0