x
image
თამუნა გეწაძე
რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს?

image



ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვას თუ როგორ განვითარდება რუსეთ საქართველოს ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა:"ჩვენ მზად ვართ სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ".2008 წლის ომზე საუბრისას პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "ურთიერთობის გამწვავების მიზეზი რუსული მხარე არ ყოფილა. ასეთი ავანტურისტული გადაწყვეტილებები საქართველოს ყოფილ მთავრობას არ უნდა მიეღოთ" რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს ამ საკითხზე მუშაობ, ა მისი თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს " ეს ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის საქმეა და მათთან უნდა იმუშაოთ".

რუსეთ საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ "რუსეთი ურთიერთობების გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა, და მზად არის ეს ურთიერთობა აღადგინოს. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან სიგნალებს ხედავს და მზად არის ეს სიგნალები მიიღოს."

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0