x
image
ვიზა კოხაძე
"მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება" - აცხადებს ლევან მამალაძე + ვიდეო

imageვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ინფორმაციით, მასსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა მას შეწყალებაზე უარი განუცხადა.როგორც ლევან მამალაძემ ქართველ ჟურნალისტებს დონეცკიდან სკაიპით ჩართვისას განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი დღემდე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
"მოვამზადეთ უამრავი მასალა, სადაც დასაბუთებული იყო ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა და ეს პაკეტი გადაეცა მარგველაშვილს. წინასწარ ვიცოდით, რომ მარგველაშვილი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება სააკაშვილის და მისი გუნდის ზეგავლენის ქვეშ და ჩვენმა მხარდამჭერებმა 1200-კაციანი მანიფესტაცია მოაწყვეს პრეზიდენტის მხარდასაჭერად, რომ მას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად გადაეწყვიტა ჩემი საკითხი. მარგველაშვილს კონსტიტუციური უფლება აქვს,
პირადად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა მან არც კი განიხილა ეს საკითხი. კანონიც დაარღვია, ვინაიდან ერთი თვის ვადაში პასუხი არ გაგვცა. შემდეგ მე მოვიპოვე მისი ტელეფონის ნომერი და დავურეკე, ვუთხარი:
- "გიორგი, ლევანი ვარ, მამალაძე, მითხარი, რა ხდება შეწყალებასთან დაკავშირებით-მეთქი. მან ოფიციალური დაიჭირა და მეუბნება - იცით რაა, მე ვიხილავ მხოლოდ პატიმრების საკითხსო.
კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პატიმრების საკითხს განიხილავს, არამედ წერია, რომ მსჯავრდებულის საკითხს განიხილავს. მარგველაშვილმა მითხრა, შენი საკითხი პოლიტიკურია და მე ამ პოლიტიკურ სიტუაციებში ვერ ჩავრთვებიო. რაზეც ვუპასუხე, თუ თვითონ ამბობ და აღიარებ, რომ პოლიტიკურია, რა გამოდის, შენ შეგიძლია მკვლელი შეიწყალო და პოლიტიკური მოტივაციით დევნილი არ შეიწყალო-მეთქი?!...

ლევან მამალაძე პოლიტპატიმართა სიიდან მისი ამოღების ფაქტს, ერთი მხრივ, ფინანსურ გარიგებაზე უარის თქმით და მეორე მხრივ, თინა ხიდაშელის ფაქტორით ხსნის.როგორც მამალაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებთან სკაიპ-კონფერენციის დროს განაცხადა, მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეტენზია და კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ."ამ სიიდან ამოღება მოხდა შემდეგი გარემოებებით - 2012 წლის ნოემბერში, როდესაც განხილვები მიმდინარეობდა, ამას შემდეგ გარკვეული მინიშნებები მოჰყვა. კერძოდ, ჩემზე იყო გარკვეული მინიშნებები, რომ იცით რაა, კომისიაში საკითხი იხილება, მაგრამ თქვენთან გარკვეული ურთიერთობა უნდათ... მინიშნებები იყო მატერიალურ დაინტერესებაზე", - განაცხადა მამალაძემ.: - " როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, ბესელიას გარემოცვის მხრიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი ამოღება მოხდა იმის გამო, რომ პირადად თინა ხიდაშელი ერეოდა საქმეში. პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანეს ეს თემატიკა. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, რომლის ზურგს უკან ამოფარებულები, ეკა ბესელიას თუ თინა ხიდაშელის სახით, ბიძნურ საქმეებს ჩადიან და ექს-პრემიერს მოუწოდებს, ადამიანები, რომლებიც მის სახელს ბღალავენ, "ქართული ოცნებიდან" გარიცხოს.


0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0