x
image
K.P.
"ვაი, თქვენს პატრონს! აბა, მე უნდა ვწმინდო მტვერი სახლში?"-ნოდიკო ტატიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს
image
ნოდიკო ტატიშვილი ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულრობით სარგებლობს. წარმატებული მომღერალი ბევრისთვის სასურველი სასიძოცაა. მეორე ნახევარი ჯერ ვერ იპოვა, თუმცა გარკვეული მოთხოვნები აქვს, რომელსაც მისი აყვარელი ქალი უკნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან სწორედ ამ თემის ირგვლივ ისაუბრა, რასაც დიდი სკანდალო მოჰყვა. "ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ქალური, ის უნდა ჰგავდეს ქალს და არა არაქალს. ყველა ქალი არ არის ნაზი. ადრე ვფიქრობდი, რომ შინაგანი სამყარო იყო მთავარი, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ არის. ქალთან ურთიერთობას იწყებ იმიტომ, რომ კარგად გამოიყურება. სექსუალური უნდა იყოს და არა-ვულგარული. მიუწვდომელი ქალები მომწონს, მიყვარს, როცა მისთვის ვიბრძვი და მიყვარს, როცა ქალი მაწვალებს.

სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება."

"ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი. პედანტი ვარ და შეიძლება, ამის გამო დავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები, წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს"-ამტკიცებს მომღერალი.

ნოდიკოს ამ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა თავად მომღერალს კრიტიკოსებმა აზრი ვერ შეაცვლევინეს.


"ქალს არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, ვერ მივხვდი, აბა, ბინძურ სახლში უნდა ვიცხოვროთ? ვინც მაკრიტიკებს ამ გამონათქვამების გამო, შეგიძლია, მათი მისამართით დაწერო – ვაი, თქვენს პატრონს!. აბა, მე უნდა ვწმინდო მტვერი სახლში?"-ასე პასუხობს ნოდიკო კრიტიკოსებს.image

1
792
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
792
  
2015, 18 დეკემბერი, 0:07
დიდი ამბავი თუ გადაწმინდე რა ! ასეთი ქმარი რომ გეყოლება პანღური უნდა ამოარტყა და გააგდო სახლიდან :D :D
0 1 1