"უაღრესად უტვინოა... ბაზრის მოთხოვნებს ერგება, ანუ სარფიანად გათხოვება გადაწყვიტა..."-გურამ შეროზია ჯანეტ ქერდიყოშვილზე.

"იმიჯ ცენტრის" მოდელს და "მის საქართველო 2011"-ს ჯანეტ ქერდიყოშვილს, საკუთარი მოსაზრებების გამო, რომელიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს ეხებოდა, რის შესახებაც მოდელმა ტელეკომპანია "მარაოს" ეთერში გადაცემა "სელფი"-ში ისაუბრა, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ცნობილი ქართველები განსაკუთრებით აქტიურობენ მის ლანძღვაში, არადა ჯანეტს ახლა მხარდაჭერა სჭირდება, რადგან იგი "მის სამყარო 2015"-ზე საქართველოს წარადგენს.
ცნობილმა ბლოგერმა გურამ შეროზიამ ჯანეტის IQ ეჭვქვეშ დააყენა:
"ამ გოგოს IQ-ს კი ვაყენებდი ეჭვქვეშ, მაგრამ ახლა უკვე რამდენიმე ვერსიაზე დავფიქრდი:
1. უაღრესად უტვინოა (მთლად ეგეთიც არ ჩანდა, რავიცი);
2. ბაზრის მოთხოვნებს ერგება, ანუ სარფიანად გათხოვება გადაწყვიტა და ასევე ნაკლებად გონიერ ბიძა კაცებს ექაჩება საკურთხევლისკენ;
3. მიგვანიშნებს, რომ მისი არჩევანის კრიტერიუმია - სახლში გამოკეტვა და ხელის გულზე ტარება, ანუ, ვინც მეტს გადაუხდის იმისია... თან ქმარს უნდა უყვარდეს ძალიან, იმაზე მეტად, ვიდრე თვითონ;
4. "ვაბშე" ქალიშვილობაზეც მიგვანიშნებს მგონი, "თუ მეყოლება მეორე ნახევარი, ის აუცილებლად ქმარი იქნება", ანუ თითს არ დავიკარებ ქორწინებამდეო და დავუჯეროთ ვითომ?
მოკლედ, თუ დედამიწაზე არსებობს სამართალი - უნდა აღსრულდეს ესე ამბავი შემდეგნაირად:
1. ცხვირი არ გამოაყოფინო "კუხნიდან", ანუ არ მუშაობა ხელის გულზე ტარებას არა, ლობიოს ამოზელას უნდა გულისხმობდეს;
2. თქვენივე საერთო ლოგინში, მისი თანდასწრებით გაერთო საყვარლებთან და ამას კიდევ შეახსენო, რომ სამ შვილს შია და იმათ მიხედოს;
3. ხმის ამოღების უფლება ლუწ დღეებში უნდა მისცე, იქნებ შეიბერტყოს ყურები და თანასწორი უფლების სურვილი გაუჩნდეს.
ისა და, "ხაჩუ ვ ვიაგრუ"-ში "ბაყ**ბს" რომ ათამაშებდა დიდ სცენაზე და ნახევრად შიშველი დაშრიალებდა სცენაზე (ნუ, როგორც ვია გრას ეკადრება) - ეს უნდა "აპატიოს" ქართველმა ვაჟკაცმა ქმარმა, თუ ამაზე ჯერ არ დაფიქრებულა?
რა თავში ვიხლი ამის სილამაზეს, როცა..."



