x
image
ციცი
Mediator image
"დაქალისთვის ქმარი არ წამირთმევია..."-ელისო კილაძე მანანა კობახიძის გათხოვების ამბავს იხსენებს.
image
გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის გათხოვების შესახებ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს.

"ახლა მე რომ გავგიჟდე და მანანა(არჩილ) კობახიძის გათხოვების ამბავი მოვყვე, სხვის ამორალობაზე ლაპარაკის სურვილი კიდევ ექნება?!
p.s. დაქალისთვის ქმარი არ წამირთმევია, სასტუმროში გადაღებული ფირებით ვერ მაშინებენ, ბიძინას ოთახში ცრემლები არ მიღვრია, მაგიდაზე მუშტები არ ურტყიათ, დროზე გათხოვდი, თავს ნუ გვჭრიო და მერე ობიექტის დაშინებაც არ ყოფილა, დროზე ითხოვეო."

ამ სტატუს დიდი გამოხმაურება მოყვა, ზოგმა არ მოუწონა კიდევაც ელისო კილაძეს სხვისი პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა:

"დაქალს რომ ქმარს წაართმევ, ჩემთვის იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი..."


"გაგებული კი მქონდა, მართალი ყოფილა..."

" ბესელია და კობახიძე, ეს ორი უსირცხვილო დედაკაცი, ჭკუას გვარიგებს, მორალზე ქადაგებს და კანონებზე მსჯელობს. დაწყობილი სახეები ფუნაში აქვთ ამოდუდღნული..."

"რა საშინელი პოსტია. პირადი ცხოვრების გარჩევის გარეშე ოპონირება რომ არ შეუძლია ადამიანს, ცუდია..."

ამ კომენტარზე ელისო კილაძემ უპასუხა:

"მე რომ ეთერში მლანძღა გუშინ, ის ძაან მორალური იყო?

მე დაუკრეფავში არ გადავდივარ არასოდეს, დაიწყო-პასუხიც მის ენაზე მიიღო..."

"როდესაც ადამიანი არის ცნობილი სახე (მნიშვნელობა არა აქვს ეს პოპ-ვარსკვლავია, სპორტსმენია თუ პოლიტიკური მოღვაწეა)_ მისი პირადი ცხოვრების მიმართ არსებობს ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი. შენ რა ფარულ კამერებს უყენებ ვინმეს საძინებელში?"

"ჩვენ ვიცინით და ელისო ძალიან "წკეპლა პოსტი" დაწერე... აი, ალბათ გული გაუსკდება, რომ ნახოს. იმაზეც მენერვიულება, რამე არ "გაგიჩალიჩონ"...."

"კაი ახლა, მთლად ასეც არ ყოფილა... ბავშვობაში ჰყვარებიათ ერთმანეთი. დაქორწინების წინ ფირის დადების ამბავი კი გაუბაზრდათ კი... მაგრამ არ ღირს მაინც ამ თემაზე ჭორაობა. პირადი ცხოვრებაა. ზოგი ისე თხოვდება და ზოგი ასეც..."

"რომ გავგიჟდე და მოვყვეო და უკვე ნათქვამი არაა? არაფერი ვიცოდი და ეხლა ყველაფერი გავიგე. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ არაა სასიამოვნო. ძალიან მინდა მთავრობაში ისეთი ხალხი მოვიდნენ, რომელთაც წამოაძახებენ რა პატიოსნები არიანო. მინდა ყოველმხრივ დადებითი პიროვნებები მოვიდნენ, ხალხისთვის კეთილი საქმეები აკეთონ და ახალგაზრდებმა მიბაძონ."

0
2677
4-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0